ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში 16 ივლისს, ოთხი მუშა დაიღუპა.
ყველა მათგანი ახალგაზრდაა.
შახტში აფეთქების შედეგად გარდაცვლილია - ლაშა ფორჩხიძე, მიხეილ
გამეზარდაშვილი, იოსებ ქარქაშაძე და მურმან ლილუაშვილი.
შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დამწვრობით საავადმყოფოშია
გადაყვანილი.
მინდელის სახელობის შახტში უბედური შემთხვევა ბოლოს 5 აპრილს მოხდა,
რასაც 6 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
5 აპრილს მინდელის სახელობის შახტში მომხდარი ფაქტის შედეგად ტყიბულში
13 შვილი დაობლდა.
შახტში გარდაცვლილი ექვსი თანამშრომლიდან ყველაზე უმცროსი 25 წლის
იყო.
გამოძიების პირველადი ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში,
სავარაუდოდ, მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის
ჩამოშლა მოჰყვა.
დილით მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება
სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს,
რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების
წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა
გამოიწვია.
გამოძიება იგივე მუხლით დაიწყო შსს-მ 2018 წლის 5 აპრილს მინდელის
შახტში მომხდარი შემთხვევის შემდეგაც, როდესაც აფეთქებას 6 ადამიანის
სიცოცხლე შეეწირა, რა დროსაც ტყიბულში 13 ბავშვი დაობლდა. თუმცა
გამოძიებით ჯერ არაფერი დადგენილა. შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება
კვლავ მიმდინარეობს.
ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში, 2016-2018 წლებში უკვე 16
ადამიანია დაღუპული.
შახტს საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის შვილობილი კომპანია,
"საქნახშირი" მართავს.
იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის
დირექტორის ბესიკ ამირანაშვილის თქმით, გამოძიების დასრულებამდე
ტყიბულში არსებული 25-ვე შახტი დღესვე დაილუქება.
პროფკავშირების ცნობით, მიმდინარე წლის 5 აპრილს მოხმდარი ტრაგიკული
შემთხვევის შემდეგაც დროებით დაიხურა მინდელის შახტა, თუმცა იძულებითი
მოცდენისთვის კომპენსაცია მეშახტეებზე არ გაცემულა. დაღუპულების
ოჯახებზე ერთჯერადად გაიცა 10 ათასი ლარი თითო ოჯახზე.
საქართველოში შრომის უსაფრთხოებას კანონი არსეგულირებს.
შესაბამისი კანონი "შრომის უსაფრთხოების შესახებ" პარლამენტმა 2018
წლის მარტში მიიღო. თუმცა, შრომით უფლებებზე მომუშავე სპეციალიტებისა
და პროფკავშირების წარმომდგენლების აზრით, დგება
კანონის
აღსრულების პრობლემა.
ამავე თემაზე:
ვინ
არიან შახტში გარდაცვლილები - 4 მეშახტე, რომელიც სახლში ვერ
დაბრუნდა
6 მუშა, რომელიც ტყიბულის შახტში
დაშავდა
ტყიბულის შახტში 4 მუშა დაიღუპა, არიან
დაშავებულებიც
ტყიბულის შახტში მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება
დაიწყო
გამოძიების
პირველადი ინფორმაცია - რა მოხდა ტყიბულის შახტში?
არჩილ
თალაკვაძე - მინდელის მაღარო უნდა დაიხუროს, ვიდრე უსაფრთოების
სტანდარტი არ მიიღწევა
ტყიბულის
შახტში დაშავებული მუშები თბილისის დამწვრობის ცენტრში
გადაიყვანეს
ბოლო
3 თვეში ტყიბულის შახტში 10 ადამიანი დაიღუპა, გამოძიება კი ამ დრომდე
მიმდინარეობს
ტყიბულში
არსებული 25-ვე შახტი დღესვე დაილუქება"
მასალის გამოყენების პირობები