ქუთაისში დავით და კონსტანტინეს ქუჩაზე მიმდინარე წყლის სისტემის
სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილობრივები აპროტესტებენ.
მათი თქმით, სამუშაოები უხარისხოდ კეთდება, რადგან ზოგიერთ ადგილზე,
სადაც ახალი მილები ჩაყარეს, წყალი ჟონავს და გზის ზედაპირზე
ამოდის.
„წინ მიიწევენ თითქოს, მაგრამ უკან რაც გააკეთეს, უკვე გაფუჭდა. გუშინ
დაასრულეს მუშაობა, ამოავსეს ორმოები მიწით და დღეს დილიდან წყალი
ამოდის, ტბა დადგა ადგილზე,“ - ამბობენ ადგილობრივები.
დავით და კონსტანტინეს ქუჩაზე წყლის სისტემის სარეაბილიტაციო
სამუშაოებს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქვეკონტარქტორი
SMK ახორციელებს.
წყალმომარაგების კომპანიის ტექნიკურ სამსახურში განმარტავენ, რომ
წყლის გაჟონვა, შესაძლოა, რეაბილიტაციის დროს ძველი მილების
დაზიანების გამო მოხდა.
„ახალ ქსელში წყალი არაა. იმდენად ამორტიზებულია, შესაძლებელია,
თურქულ კომპანიას დაუზიანდა ძველი მაგისტრალი,“ - განმარტავს
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ტექნიკური სამსახურის
უფროსი, მალხაზ გულიავა.
მისივე თქმით, კომპანია SMK-ს თანამშრობლები დაზიანებულ ადგილებს
შეაკეთებენ.
ქუთაისში დავით და კონსტანტინეს ქუჩაზე, წყლის სისტემის რეაბილიტაციის
ფარგლებში, 880 მ სიგრძის პოლიეთილენის მილის ახალი მაგისტრალი
მოეწყობა. ტექნიკური სამსახურის უფროსის ინფორმაციით, სამუშაოები
უახლოეს დღეებში დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები