ამ წუთებში სოციალურ ქსელში ბაგრატის ტაძარში გადაღებული ფოტო
ვრცელდება.
მასზე, სავარაუდოდ, საღამოს წირვის პროცესია აღბეჭდილი, სადაც ტაძრის
ამბიონზე, 6 კიბით მაღლა დაბრძანებულ სავარძელში ქუთათელ-გაენათელი
მიტროპოლიტი კალისტრატე ზის.
კიბეზე წითელი ხალიჩა და არწივია დასვენებული, მღვდელმთავარი კი თავის
სამწყსოს მაღლიდან გადმოყურებს.
საერთოდ, მსოფლიო მართლმადიდებლურ ეკლესიებში საპატრიარქო ტახტი
შემაღლებულ ადგილასაა დასვენებული, ასეა ეს სამებისა და სიონის
ტაძრებში, თუმცა ეს შემაღლება თითქმის არ აჭარბებს ორ საფეხურს.
ალბათ, ამიტომაც გამოიწვია 6-საფეხურიანმა სიმაღლემ ასეთი ფართო
მსჯელობა სოციალურ ქსელში და ირიბად ბოლო დროს ატეხილ მონარქიულ
წყობილებაზე გაკეთდა ხაზგასმა.
მიტროპოლიტის სავარძელზე დაბლაა დასვენებული ღვთისმშობლისა და
მაცხოვრის, სხვა წმინდანთა ხატები.
მასალის გამოყენების პირობები