გარევაჭრობა წლებია მოუგვარებელ პრობლემად რჩება ტყიბულის
მუნიციპალიტეტეშიც. გარემოვაჭრეები ჩვენთან საუბარში
განმარტავენ, რომ ქუჩაში დგომა მათი თვითმიზანი არაა და აქამდე
უკიდურესმა გაჭირვებამ მიიყვანათ.
"დიაბეტით ვარ დაავადებული და წამლების ფულად არ მყოფნის ჩემი პენსია.
ბაზარზე თუ რამეს გამოვიტან, სადაც უფრო კარგად გამეყიდება სოფლიდან
ამოტანილი ჭირნახული, იქ გავყიდი, ჩემმა კლიენტებმა უკვე იციან რომ აქ
ვზივარ და მარტივად მაგნებენ. აქ თუ გამაჩერებენ, კარგია", -
ამბობს ერთ-ერთი გარემოვაჭრე ირინა სოფრომაძე.
"თუ საჭირო გახდება და ყველა შევა ბაზარში, მეც შევალ. გადასახადი
შიგნიც და გარეთაც ერთნაირია, მაგრამ აქ იმიტომ ვდგავარ, რომ ჩემმა
კლიენტებმა უკვე იციან რომ ყოველ პარასკევს ამოვდივარ და აქ იყიდიან
სოფლის ყველს და მწვანილს იაფად", - ამბობს გარემოვაჭრე ელენე
ხაჭაპურიძე.
ტყიბულის მუნიციპალიტეტში განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე ტყიბულში
გარევაჭრობის აკრძალვა არ იგეგმება.
"უწესრიგობის შემთხვევაში ზედამხედველობის სამსახური ხშირად
აფრთხილებს გარემოვაჭრეებს, თუმცა ჯერ-ჯერობით რაიმე სახის სანქციის
გატარებას მუნიციპალიტეტი არ გეგმავს", - განმტავენ
მუნიციპალიტეტში.
თეონა ჯანელიძე
მასალის გამოყენების პირობები