ფოტო
ზესტაფონში გარევაჭრობის აკრძალვა არ იგეგმება (ფოტო)
FaceBook
გარევაჭრობა წლებია მოუგვარებელ პრობლემად რჩება ზესტაფონში. უკანონო ვაჭრობის ხშირი ფატქები რუსთაველისა და ჭანტურიას ქუჩაზეა, სადაც დიდი რაოდენობით კომერციული ფართებია თავმოყრილი.

მოვაჭრეების თქმით ისინი ქუჩაში კლიენტების სიმცირემ გამოიყვანა, რის გამოც ჯერ ტროტუარზე, ხოლო შემდეგ მანქანის სავალ ნაწილზე გადმოინაცვლეს.

"ადრე ბაზარში ვაჭრობდი, მაგრამ იქ კლიენტები ნაკლებად შემოდიან და იძულებული გავხდი გარეთ გამომეტანა ჩემი დახლი. რომ არ მიჭირდეს აქ ხომ არ დავდგებოდი. ხელისუფლების მხრიდა არავინ მოსულა და არ გაუფრთხილებივართ. ჯერ სამუშაო ადგილები შექმნან და მერე დაამყარონ წესრიგი," - ამბობს გარემოვაჭრე, ნანა ნებიერიძე.

ზესტაფონის გამგეობის პარკირების რეგულირების სამსახურის თანამშრომლის, ოლეგი მესხის თქმით, ქუჩაში გამოტანილი საქონელი ხელს უშლის ტრანსპორტის გადაადგილებას, რის გამოც ხშირია საცობები და ავარიული სიტუაციები.

"მესმის, რომ გარევაჭრობა დასჯადი პროცესია, მაგრამ ქართველებს გვიჭირს კანონის დაცვა. მოვაჭრეების მდგომარეობაშიც შევდივართ, ვეცდებით ყველაფერი კანონის ფარგლებში იყოს," - ამბობს ქუთაისიპოსტთან საუბარში ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი, ერემია სალაძე.

მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურში კი განმარტავენ, რომ გარევაჭრობის კუთხით ზესტაფონში უახლოეს მომავალში ცვლილება არ იგეგმება.

"კონკრეტული გეგმა არ გვაქვს შემუშავებული, ზემოდანაც არანაირი მითითება არ გვაქვს. შევეცდებთ ეს პრობლემა ისე მოგვარდეს, რომ არავინ დაზარალდეს," - ამბობს ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, მამუკა მახათაძე.

რა მდგომარეობაა ზესტაფონში გარევაჭრობის შედეგად რუსთაველისა და ჭანტურიას ქუჩაზე იხილეთ ქუთაისიპოსტის ფოტოებზე:










გარემოვაჭრეების დახლებისგან თბილისის რამდენიმე ცენტრალური უბანი უკვე გათავისუფლდა. მათი დემონტაჟი მოხდა ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზეც.

ეკატერინე დუგლაძე

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, საახალწლო ბაზრობა, ტრადიციულად, ფალიაშვილის ქუჩასა და
ჯაჭვის ხიდის მიმდინარე ტერიტორიაზეა გაშლილი.
11:05 / 29.12.2023
ქუთაისში, საახალწლო ბაზრობა, ტრადიციულად, ფალიაშვილის ქუჩასა და ჯაჭვის ხიდის მიმდინარე ტერიტორიაზეა გაშლილი.
ქუთაისს წელს ორი მთავარი ნაძვის ხე აქვს.
15:10 / 30.12.2022
ქუთაისს წელს ორი მთავარი ნაძვის ხე აქვს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.