ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მსხვილფეხა პირუტყვი გაზონებზე
ბალახობს.
ბოლო 5 თვეში ქალაქში 100–ზე მეტი მსხვილფეხა პირუტყვი
დააკავეს. ქალაქის ტერიტორიაზე უმეთვალყურეოდ მყოფი საქონლის
დაკავებას და შემდგომში მათ საჯარიმო სადგომებზე გადაყვანას მერიის
დაქვემდებარებაში მყოფი ააიპ "სპეციალური სერვისები"
ახორციელებს.
უმეთვალყურეოდ დარჩენილი პირუტყვის დაკავება ადმინისტრაციული
სამართალდაღვევათა კოდექსის 148–ე მუხლით არის განსაზღვრული, რაც
თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის კეთილმოწყობის წესების დარღვევას
ითვალისწინებს.
ქალაქის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის
მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის შემთხვევაში მეპატრონე ჯარიმდება 20
ლარით, ხოლო ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე ყოფნის შემთხვევაში
- 50 ლარით.
ნიკეას გამზირზე გადაღებული ფოტო "ქუთაისიპოსტს" მოქალაქემ
მიაწოდა.
მასალის გამოყენების პირობები