წყალტუბოში გასულ საუკუნეში აშენებული სანატორიუმების ნაწილში ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შედეგად აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები ცხოვრობენ, ნაწილი კი დაცლილია, თუმცა სანატორიუმების ინფრასტრუქტურა სრულიად მოშლილია.
გასულ საუკუნის 50-იან წლებში, წყალტუბოში 22 სანატორიუმი და პანსიონატი, 9 სააბაზანო აშენდა. ამავე პერიოდში გაშენდა საკურორტო პარკი, ფუნქციონირება დაიწყო კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ფილიალმა.
წყალტუბოს სანატორიუმებს შორის აღსანიშნავია სანატორიუმი "მეშახტე", რომლის მშენებლობა 1951 წელს, არქიტექტორების მელეგისა და ხიმშიაშვილის თაოსნობით დაიწყო.
წყალტუბოში მოქმედ სანატორიუმებს საბჭოთა პერიოდში 5800 სტუმრის მიღება შეეძლოთ.
წყალტუბო, როგორც სამკურნალო ადგილი XII-XIII საუკუნეებიდანაა ცნობილი, თუმცა კურორტად და ბალნეოთერაპიის ცენტრად 1931 წელს გამოცხადდა, ხოლო 1953 წელს ქალაქისა და სავაშირო კურორტის სტატუსი მიიღო.
1950-51 წლებში არქიტექტორების ზაალიშვილისა და კედიას მიერ წყალტუბოს გენერალური გეგმა შემუშავდა, რომელსაც საფუძვლად წრიული სქემა დაედო.
სანატორიუმი "იმერეთი"
სანატორიუმი "ივერია"
იხილეთ ფოტორეპორტაჟი სრულადდეა მანაგაძე
მასალის გამოყენების პირობები