ზესტაფონის ცენტრში, თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე გზების ორმოული
შეკეთება მიმდინარეობს.
გზის დაზიანებულ მონაკვეთში ჩაგუბებულ წყალს პოლიეთილენის გადაჭრილი
ბოთლით იღებენ. რის შემდეგადაც, ახდენენ მის შეკეთებას.
"გამოგვაჭენეთ ვანოს შოუში" , - ამ რეპლიკით უპასუხეს ქუთაისიპოსტს
სურათის გადაღების დროს მუშებმა.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში განმარტავენ, რომ ქალაქის ცენტრში
(აღმაშენებლის ქუჩა) გზების ორმოული შეკეთება ფორსმაჟორულ ვითარებაში
მიმდინარეობს.
"იმის გამო, რომ ქალაქის ცენტრში, დავით აღმაშენებლის
ქუჩა ძალიან დაზიანებულია ფორმსაჟორულ ვითარებაში ხდება მისი
შეკეთება", - ამბობს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის
პრესსამსახურის წარმომადგენელი, ლელა გორგოძე.
მისი ინფორმაციით, ქალაქის ცენტრში გზების ორმოულ შეკეთებას, ააიპ
დასუთავებისა და კეთილმოწყობის სამსახური ახორციელებს. გამგეოებაში
განმარტავენ, ქალაქის მთელ ტერიტორიაზე გზების ორმოულ შეკეთებაზე 100
000 ლარის ღირებულების ტენდერს უკვე გამოცხადებენ, რის
შემდეგადაც სამუშაოები,
მიმდინარე წლის მარტში დაიწყება.
მასალის გამოყენების პირობები