150 წლის წინანდელი საქართველოს შესახებ უნიკალური ფოტოკადრები იტალიელმა მოგზაურისა და ფოტოგრაფის, ლუიჯი მონტაბელეს ფოტოობიექტივში მოხვდა.
მოგზაურის შესახებ ისტორიამ ძალიან მწირე ინფორმაცია შემოგვინახა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მან კავკასიასა და სპარსეთში 1870 წელს იმოგზაურა. უნიკალური ფოტოებიც სწორედ ამ დროს გადაიღო.
ლუიჯი მონტაბელემ ფოტოგრაფიით 1856 წელს დაინტერესებულა და სულ მოკლე ხანში სავოის დინასტიის ფოტოგრაფის წოდება მიუღია. იტალიელი ფოტოხელოვანი სახელოსნოებს რომში, ფლორენციაში, ტურინსა და მილანში ფლობდა. ლუიჯი მონატებელე 1877 წელს გარდაიცვალა.
საქართველოში მონტაბელეს მიერ გადაღებულ უნიკალურ ფოტომასალას საინფორმაციო სააგენტო geomigrant.com ავრცელებს.
იხილეთ ფოტორეპორტაჟი სრულად
მასალის გამოყენების პირობები