ქუთაისში ხანძრის შედეგად დამწვარ თეატრის მოღვაწეთა კავშირის
შენობაში ზარალი ამ დრომდე არ დათვლილა.
შემთხვევა მიმდინარე წლის 9 დეკემბერს მოხდა.
ორგანიზაციის ხელმძღვანელი ლევან როხვაძე ამბობს, რომ განადგურებულია
წიგნადი არქივი, ნახატები და ხატები, ასევე, აღარ არსებობს შენობაში
არსებული ინვენტარიც.
"რაც ვნახე, განადგურდა 3 უძვირფასესი ნახატი, 3 ხატი და წიგნები,
რომელთა ღირებულება ალბათ 150 000 ლარს შეადგენდა.ჯერ კიდევ სველია
ყველაფერი, გაშრება და ვნახავთ რა გადარჩა," - განახცადა
"ქუთაისიპოსტთან" საუბარში ლევან როხვაძემ.
იხილეთ ფოტორეპორტაჟი სრულად.
ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ხანძარი 9 დეკემბერს, 11:30 საათისთვის
გაჩნდა. ცოტა ხსნის შემდეგ
ცეცხლი გვერდით შენობასაც გადაედო.
თეატრალურ მოღვაწეთა კავშირში ხანძრის ლოკალიზებისთვის
სახანძრო–სამაშველო სამსახურის 8 ბრიგადა მუშაობდა. (
ფოტორეპორტაჟი შემთხვევის ადგილიდან ნახეთ აქ.)
"ენერგო-პრო ჯორჯია" ქუთაისის ცენტრში გაჩენილი ხანძრის შესაძლო
გამომწვევ მიზეზად ელექტროსადენების გაუმართაობას კატეგორიულად
გამორიცხვს.
კომპანიაში აცხადებენ, რომ შემთხვების ტერიტორიაზე
სადენების დაზიანებას, ძაბვის ვარდნას, ავარიას ან
მაღალ ძაბვას ადგილი არ ქონია.
შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით საქმე სისხლის
სამართლის კოდექსის 188-ე მუხლითაა აღძრული, რაც გაუფრთხილებლობით
სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. ისჯება ჯარიმით
ან გამოსასწორებელი სამუშაოთი, ვადით - ერთ წლამდე ან თავისუფლების
შეზღუდვით, ვადით - ორ წლამდე.
ხანძრის გაჩენის პირველი წუთები ნახეთ
ვიდეოში
ამავე თემაზე:
ქონება,
რომელიც ქუთაისში ხანძარმა გაანადგურა
(ვიდეო)
მასალის გამოყენების პირობები