ქუთაისში ცხრა სართულიანი საცხოვრებელი კორპუსიდან ძლიერმა ქარმა
წყლის ავზი გადმოაგდო.
ის კორპუსთან მდებარე ეზოში ჩავარდა.
შემთხვევა რამდენიმე საათის წინ, ბუხაიძის ქუჩაზე მოხდა.
ადგილობრივების განმარტებით, იმ დროისთვის ეზოში არავინ
იმყოფებოდა.
"სადაც ბაკი ჩამოვარდა, ის ტერიტორია, აქ მცოხვრებ ოჯახებს ეკუთვნით.
სულ ფუსფუსებს ვიღაც ამ ადგილზე, მაგრამ დღეს, საბედნიეროდ, არვინ არ
იყო," - განმარტავენ ადგილობრივები.
ქუთაისში უკვე მესამე დღეა ძლიერი ქარია. სტიქიამ საცხოვრებელ
სახლი დააზიანა, მრავალსართულიან
კორპუსს სახურავი გადახადა. ასევე, წერეთლის
უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, მშენებარე ტაძრიდან
გადმოვარდნილმა ფიცარმა,
ახალგაზრდა ქალს დაზიანებები მიაყენა. ის ამ
დროისთვის ცენტრალურ საავადმყოფოში სპონტანურ სუნთვაზე იმყოფება.
ძლიერი ქარის შედეგებზე ქუთაისიპოსტმა
ფოტორეპორტაჟი მოამზადა.
ნახეთ ფოტოები
სრულად.
მასალის გამოყენების პირობები