საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში 2016 წლის 24 სექტემბერს თოვლი
მოვიდა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე
ქარი გაძლიერდება, რომლის სიჩქარე წამში 10-15 მეტრი, ზოგან კი 20-25
მეტრი იქნება.
დედაქალაქში ღამით ჰაერის ტემპერატურა 14 გრადუსამდე ჩამოვა, ხოლო
დღისით - 18 გრადუსი იქნება.
2016 წლის 25 სექტემბერს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმის
შენარჩუნებას პროგნოზირებენ. მაღალმთიან რაიონებში კი ღამით
თოვლჭყაპია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -1;+4 გრადუსი
იქნება.
26 სექტემბერს საქართველოში უნალექო ამინდი იქნება. დასავლეთ
საქართველოში დღისით ჰაერის ტემპერატურა 18-23 გრადუსია მოსალოდნელი;
აღმოსავლეთში კი 24 გრადუსამდე. თბილისში დღისით 22 გრადუსი იქნება.
საქართველოში უნალექო ამინდი 28 სექტემბრამდე შენარჩუნდება.
სტეფანწმინდა, სოფელი ჯუთა
მასალის გამოყენების პირობები