პირველი ადგილი კი მარუსა ხურციძის ფოტომ დაიკავა.
ფოტოკონკურსის "წიგნი ობიექტივიდან" გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
კონკურსის იდეის ავტორი და ორგანიზატორი ქუთაისის ილია ჭავჭავაძის
სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაა. გამარჯვებულები რამდენიმე ნომინაციაში
გამოვლინდნენ.
ნომინაციაში "ემოციური მკითხველი" ცია ლაბაძე დაჯილდოვდა.
ნომინაციაში "ვეფხისტყაოსნის ფოტოფანტაზია" პრიზი ნინო ძნელაძეს
მიაკუთვნეს.
მე-3 ადგილი ოთო ბუნტურს ერგო.
მეორე ადგილზე სალომე კერესელიოძის ნამუშევარს ერგო.
პირველი ადგილი კი ჟურნალისტ, მარუსა ხურციძის ფოტომ დაიკავა.
კონკურსი "წიგნი ობიექტივიდან" ქუთაისში მესამედ ტარდება.
მასალის გამოყენების პირობები