ქუთაისში კინოთეატრ "მონპლეზირის" ტერიტორიაზე ორი კედელი
იხატება.
"ერთ კედელზე წარწერა იქნება "მე შენ მიყვარხარ", მეორეზე კი გოგონას
მულტიმედიური პორტრეტი განთავსდება," - ამბობს მხატვარი, ზურა
არაბიძე, რომელიც
"მე შენ მიყვარხარ" ნახატს
ასრულებს.
გოგონას მულტიმედიური პორტრეტის ავტორი კი ფრანგი მხატვარი
გახლავთ.
"მონპლეზირის" ტერიტორიაზე კედლები ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ
"ქარავან არტ ფორუმი 2016"-ის ფარგლებში
იხატება.
ფესტივალი მიმდინარე წლის 17 მაისს დავით კაკაბაძის ეროვნულ
გალერეაში გამოფენით გაიხსნა, რომელსაც
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
დაესწრო.
"ქარავან არტ ფორუმი 2016" 20 მაისს ლადო მესხიშვილის თაეტრში
მეცო-სოპრანოს,
ანიტა რაჭველიშვილის კონცერტით დასრულდება.
ქუთაისელი მაყურებელი ანიტა რაჭველიშვილისა და კომპოზიტორისა და
დირიჟორის, ნიკოლოზ რაჭველის ერთობლივ პროექტს "Cross Over the World"
იხილავს, რომლის პრემიერა 2014 წელს ნიუ-იორკში გაიმართა.
"ქარავან არტ ფორუმი 2016" ქუთაისში პირველად
იმართება.
პროექტის ორგანიზატორია ქუთაისის მერია.
მასალის გამოყენების პირობები