2013 წელს იმერეთის მხარის მუნიციპალიტეტების გამგეობებმა ეპარქიები
726 040 ლარით დააფინანსეს.
თანხის გარდა, იმერეთის რეგიონში არსებულ ეპარქიებს
არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები და შენობა-ნაგებობებიც
გადაეცა.
ამ მონაცემებს არასამთავრობო ორგანიზაციები "ტოლერანტობისა და
მრავალფეროვნების ინსტიტუტი" და "ადამიანის უფლებების სწავლებისა და
მონიტორინგის ცენტრი" აქვეყნებს.
"ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ რელიგიური
ორგანიზაციების დაფინანსების პრაქტიკა" - ასე ქვია კვლევას, რომელიც
ზემოთ ხსენებული ორგანიზაციების მიერ შესრულდა და ის 2013 წლის
მონაცემებს მოიცავს.
კვლევაში, ასევე ნაჩვენებია, რომ ამავე წელს საბიუჯეტო
ორგანიზაციებიდან
საპატრიარქოს დაფინანსებამ 29 220 349,7 ლარი
შეადგინა.
ქუთაისიპოსტი გთავაზობთ ეპარქიების დაფინანსებისა და მათზე გადაცემული
უძრავი-მოძრავი ქონების შესახებ მომზადებულ ინფოგრაფიკას:
მასალის გამოყენების პირობები