ქუთაისში, საპარტულო პოლიციის მანქანა პარკირების ადგილზე დგომის წესს
არღვევს. ამავდროულად, აღნიშნული ადგილი ტაქსებისთვის განკუთვნილი
სპეცსადგომია.
პარკირების ადგილი, სადაც საპარტულო ეკიპაჟი დგას, ქუთაისის ცენტრალურ
მოედანზე მდებარეობს.
სატრანსპორტო საშუალებით პატრულირების განხორციელებას "საგზაო
მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონი არეგულირებს.
კანონის მიხედვით, საპატრულო ავტომობილის მძღოლს უფლება აქვს
სატრანსპორტო საშუალებაზე ჩართოს სპეციალური შუქურა, ხმოვანი სიგნალი
და შეუძლია გადაუხვიოს ამავე კანონის
25-ე, 31-ე−41-ე და 44-ე მუხლებით, აგრეთვე ამ
კანონის №1 და №2 დანართებით დადგენილ მოთხოვნებს.
ამასთანავე, აუცილებელია აღნიშნული გადახვევა განხორციელდეს საგზაო
მოძრაობის უსაფრთხოების პირობების დაცვით.
ფოტო ქუთაისიპოსტს მკითხველმა მიაწოდა.
მასალის გამოყენების პირობები