ფოტო
გვირილები გადასასვლელზე ქუთაისში (ფოტო)
FaceBook
ქუთაისის ცენტრალურ უბანში ქვეითთა გადასასვლელი გვირილებით მოხატეს.


"ზებრა" გადასასვლელზე ყვავილების დახატვა ქუთაისში გვირილობის დღესასწაულს უკავშირდება.

ააიპ "სპეციალურ სერვისებში", რომელმაც გვირილების მოხატვის სამუშაოები შეასრულა, აცხადებენ, რომ გადასასვლელები გვირილებით დამატებით ქალაქის რამდენიმე ადგილზე მოიხატება.

ქუთაისის მერია მიმდინარე წელს 2 მაისობას 3 მაისს აღნიშნავს. ორმაისობა ხუთდღიანი ღონისძიებებით აღინიშნება.

ქუთაისში გვირილობის დღესასწაული სათავეს მე-20 საუკუნის დასაწყისში იღებს.

"გვირილობა" გიმნაზიელ გოგონას, ალექსანდრა ჩიქოვანის ინიციატივას და საქველმოქმედო აქციას უკავშირდება. გიმნაზიელმა გოგონებმა გვირილების გაყიდვის აქცია მოაწყვეს, რომ ტუბერკულოზით დაავადებულებს დახმარებოდნენ. ამ აქციას შემდგომში ტრადიციის სახე მიეცა და ქალაქის დღესასწაულად გადაიზარდა.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, საახალწლო ბაზრობა, ტრადიციულად, ფალიაშვილის ქუჩასა და
ჯაჭვის ხიდის მიმდინარე ტერიტორიაზეა გაშლილი.
11:05 / 29.12.2023
ქუთაისში, საახალწლო ბაზრობა, ტრადიციულად, ფალიაშვილის ქუჩასა და ჯაჭვის ხიდის მიმდინარე ტერიტორიაზეა გაშლილი.
ქუთაისს წელს ორი მთავარი ნაძვის ხე აქვს.
15:10 / 30.12.2022
ქუთაისს წელს ორი მთავარი ნაძვის ხე აქვს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.