გეგუთის სასახლესთან ეს უკვე მეორე შუშის კონსტრუქციაა.
გეგუთის სასახლესთან შუშის კონსტრუქცია დამონტაჟდა. იგი
დამთვალიერებელს საშუალებას აძლევს ძეგლი პირვანდელი სახით
დაინახოს.
გეგუთის სასახლესთან ეს უკვე მეორე შუშის კონსტრუქციაა. თუკი
დამთვალიერებელი მის წინ მონიშნულ ადგილას დადგება, მინაზე გამოსახული
ნახატით "აღდგენილი" სასახლის ხილვა შეეძლება.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, გამოყენებული ტექნოლოგია
საქართველოში მდებარე სხვა ძეგლებთანაც დამონტაჟდება.
მასალის გამოყენების პირობები