"ქუთაისიპოსტი" გთავაზობთ რუბრიკას სახელწოდებით
"ქუთაისის უბნები ძველ ფოტოებში".
რუბრიკის ფარგლებში, თვეში ერთხელ ქუთაისის ერთი კონკრეტული უბნის
ძველ ფოტოს ახალი რაკუსით შემოგთავაზებთ.
ნახეთ ქუთაისში ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე ყოფილი არქივის შენობა,
სადაც ამჟამად საავტომობილო გზების დეპარტამენტია განთავსებული.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ახალი შენობა 2010 წელს
გაიხსნა.
ფოტოზე, რომელიც გადაღებულია მე-20 საუკუნის დასაწყისში, ამავე
ტერიტორიაა ასახული. იმ დროისათვის ფალიაშვილის ქუჩას მიხეილის ქუჩა
ეწოდებოდა.
ფოტო ეროვნული ბიბლიოთეკის არქივშია დაცული.
მასალის გამოყენების პირობები