ქუთაისში სოციალურად დაუცველ ოჯახს 10 000 ევრო უანდერძეს
13:05 / 09.04.2019
ქუთაისში მცხოვრებ მეროიანების სოციალურად დაუცველ ხუთსულიან ოჯახს
გერმანელმა ქველმოქმედმა 10 000 ევრო აჩუქა.
მეროიანების ოჯახს 2017 წელს გერმანელი როლფ ბარბიანის დატოვებული
ანდერძი დღეს ქუთაისში ქართულ-გერმანულ ცენტრში წაუკითხეს. ოჯახმა
ამის შესახებ არაფერი იცოდა.
ანდერძის გასაცნობად საქართველოში სპეციალურად ჩამოვიდა გარდაცვლილის
მეგობარი, გერჰარდ მიულერი.
"260 სოციალურად დაუცველ ოჯახს ვეხმარებით ქუთაისში. ერთ-ერთ ასეთია
მეროიანების ოჯახი. ჩემი მეგობარი, როლფ ბარბიანი რამდენიმე წელი
მძიმედ ავადმყოფობდა. 2017 წელს დამირეკა და მითხრა, რომ სურდა რაღაც
განსაკუთრებული გაეკეთებინა მეროიანების ოჯახისთვის. მიმიწვია სახლში
და თავისი ძმისშვილის თანდასწრებით გამომიცხადა, რომ მეროიანების
ოჯახს თავისი მემკვიდრეობიდან, მისი გარდაცვალების შემდგომ, 10 000
ევროს აძლევს", - ამბობს ჰუმანიტარული საინიციატივო ჯგუფის
თავმჯდომარე, გერჰარდ მიულერი.
მისი თქმით, თანხის განკარგვა ოჯახს თავისი სურვილისამებრ შეუძლია.
გარდაცვლილი, როლფ ბარბიანი მეროიანების ოჯახის მეურვე წლები იყო.
გერჰარდ მიულერი გვაჩვენებს თავისი მეგობრის, როლფ ბარბიანის
ფოტოს
ქუთაისში სოციალურად დაუცველი ოჯახებს გერმანიაში არსებული
ჰუმანიტარული საინიციატივო ჯგუფი ეხმარება. აღნიშნული ორგანიზაცია
გერმანიაში შემოწირულობებს აგროვებს. 2006 წლიდან მათ 20 მეურვე ოჯახი
ჰყავთ, რომლებიც ქუთაისში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს
გარკვეულ დახმარებას უწევენ. მეროიანების ოჯახი ერთერთი ამ ოჯახთაგანი
იყო და ისინი სხვადასხვა დახმარებას მეურვისგან 2007 წლიდან
იღებდნენ.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები