ქუთიასის 119-ე საარჩევნო უბანზე, "ახალგაზდები ევროპული
მომავლისვთის" დამკვირვებლის, ხათუნა არველაძის განცხადებით,
კანონდარღვევა დაფიქსირდა.
დამკვირვებელი ამბობს, რომ უბანზე მარკირება გავლილი ადამიანები
მიდიან და აცხადებენ, რომ მანდარინი აქვთ ნაჭამი.
"მანდარინის ლაქა სულ სხვაა, ეს ადამიანები აშკარად მარკირება
გავლილები არიან, რაც დიდი დარღვევა და დანაშაულია. მიუხედავად იმისა,
რომ უბნის თავმჯდომარეს ეუბნებიან აღნიშნულის შესახებ, ის უარყოფს ამ
ფაქტებს. ეს არის მასიური ხასიათის. ბევრმა დამირეკა სხვადასხვა
უბნიდან. საეჭვოა, რომ დილიდან მანდარინი ჭამეს, თნ არჩევნების
დღეს და თან ამდენმა ადამიანმა"- განაცხადა ხათუნა არველაძემ.
119-ე საარჩევნო უბნის თავმჯდომარე კესო ვაშაუმაძე ბრალდრბებს უარყოფს
და აცხადებს, რომ მხოლოდ ერთი ადამიანი მივიდა უბანზე, რომელსაც
მანდარი ქონდა ნაჭამი და ხელის დაბანის შემდეგ ლაქები აღარ
აღენიშნებოდა, აქედან გამომდინარე კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება მას
ხმა მიეცა.
მასალის გამოყენების პირობები