ახლანდელი ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის შენობა თავიდან
ეროვნული ბანკს ეკუთვნოდა.
"უცნობი ქუთაისის" ინფორმაციით, ბანკის შენობა 1894-1896 წლებში
ინჟინერ ვ. სახაროვის პროექტით ააგეს.
1904 ეს შენობა საკრედიტო საზოგადოებამ თავის
კუთვნილ სხვა უძრავ ქონებასთან ერთად გირაოდ ჩადო მიხეილის სახელობის
ქუთაისის საადგილმამულო (სათავადაზნაურო) ბანკში.
1921 წელს, გასაბჭოების შემდეგ, შენობაში განთავსდა ქუთაისის
გუბერნიის მილიცია, შემდეგ სხვა საბჭოთა დაწესებულებაც, ხოლო 1927
წლის ივლისიდან - სსრკ სახელმწიფო ბანკის ქუთაისის განყოფილება. 1992
წლიდან შენობა ისევ საქართველოს ეროვნული ბანკის ქუთაისის ფილიალს
დაუბრუნდა, ხოლო რამდენიმე წლის წინ შენობაში ქუთაისის ისტორიულმა
მუზეუმმა დაიდო ბინა.
შენობას მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის
სტატუსი. ის
ახლანდელი
პუშკინის და წერეთელის ქუჩის კუთხეში მდებარეობს.
მასალის გამოყენების პირობები