მიმდინარე წლიდან ქუთაისის საბავშვო ბაღების აღსაზრდელები ორის ნაცვლად სამჯერად კვების რეჟიმზე გადავიდნენ.
2015 წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან გაერთიანების 35 ფილიალში დარეგისტრირებულ 9 650 აღსაზრდელის კვებაზე 1 715 000 ლარი დაიხარჯება.
ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანება წელს 8 200 000 ლარით დაფინანსდა. ამ თანხიდან 5 300 000 ლარი ააიპ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთანებაში დასაქმებულებსა და ბაღების თანამშრომლების ხელფასებს მოხმარდება.
გაერთიანებაში სულ 1 577 თანამშრომელი ირიცხება.
გასულ წელს გაერთიანებამ სახელფასო ფონდისთვის ბიუჯეტიდან 7 232 600 ლარი დახარჯა.
დეა მანაგაძე
მასალის გამოყენების პირობები