ქუთაისში "მასწავლებელთა სახლის" ყოფილ შენობას აღდგენითი
სამუშაოები უტარდება.
ობიექტს კულტურული მემკვიდრეობის
ძეგლის სტატუსის აქვს, რომელიც შესაბამისმა სააგენტომ 2007 წელს
მიანიჭა.
ადგილობრივმა თვითთმართველობამ 2014 წლის ოქტომბერში
აუქციონის წესით ობიექტი, მისი რეაბილიტაციის მიზნით გაყიდა. შენობა
2014 წლის ნოემბერში აუქციონის წესით 151 00 ლარად გაიყიდა.
მასწავლებელთა სახლის ყოფილი შენობა "ეიჩპი ჯგუფმა" შეიძინა.
მეპატრონე ვალდებულია შენობის ფასადს პირვანდელი სახე შეუნარჩუნოს.
ობიექტის არქიტექტორის ანდრო მარჯანიშვილის
თქმით, რეკოსტრუნქციის შედეგად, თანამედროვედ შესრულებული
ფორმებით ძველი ფასადის აღდგენა უნდა მოხდეს.
ნახეთ როგორ გამოიყურეობოდა შენობა ძველად და როგორია დღეს.
მასალის გამოყენების პირობები