ბალახვნის ხედი დავით აღმაშენებლის ძეგლიდან, თუ არ ჩავთვლით
გამწვანებას, თითქმის უცვლელად გამოიყურება.
თუმცა, ქუთაისის მერიამ ბალახვნის ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაციის
ესკიზი, მიმდინარე წლის იანვარში, შეიმუშავა.
ადგილობრივ თვითმმართველობაში იმ დროისთვის ამბობდნენ, რომ
პროექტი ტენდერზე გასატანად მზად იყო. თუმცა, ის
ამ დრომდე არ გამოცხადებულა.
მერიის ინფორმაციით, კიბეები პირველ რიგში საღებავისგან გასუფთავდება,
შემდეგ კი მათი აღდგენა მოხდება. კიბის მიმდებარე ტერიტორიაზე
მოეწყობა 80 ადამიანზე გათვლილი ამფითეატრი და შადრევანი. ასევე,
დაგეგმილია თეთრი კოლონადების მოწყობა. ჯერჯერობით, უცნობია, ზუსტად
რა თანხა დასჭირდება პროექტის განხორციელებას. კიბეების რეკონსტუქცია
დაახლოებით წელიწადნახევარში უნდა დასრულდეს.
სურათების სანახავად გაშალეთ კურსორით.
მასალის გამოყენების პირობები