ქუთაისში, ბალახვანში არსებული აკვაპარკი უფუნქციოდაა დარჩენილი,
ინფრასტურქურა კი მოშლილი და განადგურებულია.
ადმინისტრაციული შენობის წინა ნაწილი შენარჩუნებულია, თუმცა ეტყობა,
რომ ნელ-ნელა მწყობრიდან გამოდის. მოუვლელია ეზო, სადაც გზა
მცენარეებითაა დაფარული. ასევე, გაპარტახებულია ადმინისტრაციცის შიდა
შენობა, რომელსაც არც ერთი ფანჯარა აქვს. რაც შეეხება აუზებს, ისინი
მტვრით და ნაგვითაა დავსე, ხოლო სასრიალო რომბები ხე-მცენარეებითაა
დაფარული.
ამჟამად, საცურაო კომპლექსის შენობაში საკუთრების დაცვის სამმართველოა
განთავსებული.
უწყებაში განგვიმარატეს, რომ ობიექტს გახსნის დღიდანვე იცავდნენ, რის
გამოც მეპატრონემ შენობის ერთი ოთახის სარგებლობის უფლება მისცათ.
საცურაო კომპლექსი შპს "ევროპარკს" ეკუთვნის, რომელიც თბილისსა და
ბათუმში აკვაპარკებს ფლობს.
ქუთაისიპოსტი დაუკავშირდა კომპანიას როგორია მათი სამომავლო გეგმაბი
და აპირებს თუ არა აკვაპარკის რეაბილიტაციცას. "ევროპარკის"
მოსაზრებას მათგან პასუხის მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. ნახეთ
ფოტორეპორტაჟი აკვაპარკიდან:
მასალის გამოყენების პირობები