ქუთაისში საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლისთავის
აღსანიშნავად სამზადისი დილიდან დაიწყო.
ქალაქის ცენტრალურ მოედანზე გამოფენილია სამხედრო ტექნიკა, სადაც
დამთვალიერებლებს მისი გაცნობისა და გამოყენების შესაძლებლობა
აქვს.
ღონისძიებები დაგეგმილია ქალაქის ცენტრალური ბაღისა და
რეაბილიტირებული უბნის ტერიტორიაზე.
ცენტრალურ ნაწილში პერფორმანსი ცისფერყანწელთა თემაზე გაიმართება,
მოეწყობა XIX და XX საუკუნის სტილში ჩაცმულთა სახალხო სეირნობა,
აგრეთვე, იქნება წარმოდგენები პანტომიმის და ნიღბებით შემოსული
მსახიობების მონაწილეობით და ასევე, საბავშვო წარმოდგენები.
2018 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100
წელი სრულდება. 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს პირველმა
რესპუბლიკამ, ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით, დამოუკიდებლობა
გამოაცხადა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები