14 თებერვალს არაერთ ქვეყანაში ვალენტინობა აღინიშნება.
როგორც წესი, ამ დღეს ერთად ატარებენ შეყვარებულები. ისინი ერთმანეთს
ულოცავენ და ჩუქნიან ყვავილებს, რომანტიკული შინაარსის ღია ბარათებს —
"ვალენტინებს", სხვადასხვანაირ საჩუქარს.
როგორი იყო ვალენტინობა ქუთაისში ნახეთ ფოტორეპორტაჟში:
ვალენტინი რომაელი მღვდელი იყო, 269 წელს, კლავდიუს II-ის მეფობის
დროს აწამეს. კლავდიუს II-მ რომის იმპერიაში ახალგაზრდების
დაქორწინება აკრძალა, რადგან თვლიდა, რომ მარტოხელა მამაკაცი,
რომელსაც ოჯახი და საყვარელი ქალი არ ყავდა, უკეთ იბრძოდა და
ემსახურებოდა სამშობლოს, ვიდრე დაოჯახებული და წვრილ-შვილიანი კაცი.
მღვდელი ვალენტინი კი მის ბრძანებას არ დაემორჩილა და შეყვარებულ
წყვილებს მალულად წერდა ჯვარს. მისი ეს საქციელი დიდხანს არ დარჩენილა
შეუმჩნეველი. ვალენტინი შეიპყრეს, ციხეში ჩასვეს, სასტიკად აწამეს,
ბოლოს კი სიკვდილით დასაჯეს და წამების შემდეგ თავი მოკვეთეს.
არსებობს ლეგენდა, რომლის მიხედვით, ციხეში ყოფნისას ვალენტინს ციხის
ზედამხედველის ბრმა ქალიშვილი, ჯულია შეუყვარდა და სასიყვარულო ბარათი
მისწერა. ბარათი ასე მთავრდებოდა: "შენი ვალენტინი". სწორედ აქედან
წარმოდგა დასავლური ტრადიცია, რომლის მიხედვით 14 თებერვალს
შეყვარებულები ერთმანეთს სასიყვარულო ბარათებს უგზავნიან წარწერით
"იყავი ჩემი ვალენტინი" ან - "იქნები ჩემი ვალენტინი?" და ა.შ.
მასალის გამოყენების პირობები