რჩევები
სექსუალობა და გენდერი - სემინარი ქუთაისში
FaceBook
რა არის გენდერი, სექსუალობა, სექსუალური ორიენტაცია, - ამ საკითხებს დაეთმო სემინარი ქუთაისში, რომელიც საჯარო ბიბლიოთეკაში ჩატარდა.

WISG (ქალთა ინციატივების მხარდამჭერი ჯგუფის) მიერ ორგანიზებული შეხვედრის მონაწილენი, ინტერაქციულ რეჟიმში გაეცნენ გენდერისა და სექსუალობის კუთხით საბაზისო ტერმინოლოგიას. ამასთან, ჰქონდათ ამ თემებზე დისკუსიის საშუალებაც.

სემინარს უძღვებოდა "ქალთა ინციატივების მხარდამჭერი ჯგუფის" წარმომადგენელი, მაია ტაბიძე.

შეხვედრაზე ისაუბრეს ჰომოსექსუალობის დეპათოლოგიზაციაზე, იმ სამეცნიერო კვლევებზე, რომლის საფუძველზეც მოხდა ჰომოსექსუალობის დეპათოლოგიზაცია.

თუმცა, საქართველო მაინც რჩება ერთ-ერთ ჰომოფობიურ ქვეყნად, სადაც საკმაოდ მძიმეა ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანების მდგომარეობა.

"ლგბტ ადამიანებს არ იღებენ ოჯახის წევრები, ამ ჯგუფის ადამიანები არ უნდათ მეზობლად, მათ უჭირთ სამუშაოს პოვნა, ტრანსგენდერები არ ცოცხლობენ 30-32 წელზე მეტს, რადგან მათი მკვლელობების რიცხვია მაღალი", - აღინიშნა შეხვედრაზე.

ჰომოფობიის არსებობის ერთ-ერთ მიზეზად ინფორმაციის ნაკლებობა დასახელდა.

"ტენდენცია იკვეთება, რომ ადამიანებს არა აქვთ ინფორმაცია ამ თემაზე. ჰომოფობიურად განწყობილი ადამიანები, როდესაც ინფორმაციას მიიღებენ, შეიძლება ბოლომდე არ შეიცვალონ, თუმცა ეს ბიძგს აძლევს მათ რომ მეტი იფიქრონ, გაჩნდეს ახალი კითხვების დასმის მომენტი. ზოგადად, ძალიან მწირია ინფორმაცია ადამიანის უფლებების, თანასწორობის შესახებ და ყოველ ჯერზე თავიდან გვიწევს ამაზე საუბარი, რადგან არც სკოლაში ისწავლება და სამოქლაქო საზოგადოებაც არ არის ჯერჯერობით ძლიერი, რომ სრული წარმოდგენა შეიქმნას ადამიანის უფლებებსა და თანასწორობაზე", - აღნიშნა მაია ტაბიძემ.

სემინარის მეორე ნაწილი სტუდიომობილის "აქცენტი მოძრაობაზე" ფილმის – "ვაჩნაძის ქუჩა" ჩვენებას დაეთმო, რომელიც თავად ავტორმა, ლია ჯაყელმა წარადგინა. ფილმში ასახულია 2013 წლის 17 მაისის მოვლენები, როდესაც თბილისში გამართული ტრანსბოფიასა და ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავი აქცია დაარბიეს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა
სჭირდება.
11:32 / 11.10.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.