"დეტექტორზე შემამოწმეს და გაირკვა, რომ არ მქონდა მარკირება გავლილი"
- განაცხადა #49-ე საარჩევნო უბანზე დაბრუნებულმა ამომრჩევლმა
ქეთევან გაბრიაძემ, რომელსაც ხმა არ მიაცემინეს.
ქეთევან გაბრიაძემ საკუთარი არჩევანი მას შემდეგ დააფიქსირა, რაც
დეტექტორზე შეამოწმეს.
ის ამბობს, რომ ინცინდენტი, რომელიც უკვე გავლილ მარკირებას
უკავშირდებოდა, ტექნიკის ბრალი იყო.
"ეს არის განუვითარებელი ტექნიკის ბრალი. თუ რატომ შეიტანეს ეჭვი
ჩემში, ამაზე პასუხი ვერ გამცენ. ისე მანდარინიც მაქვს ნაჭამი დღეს და
სუნამოც დავისხი"- განაცხადა ამომრჩეველმა.
#49-ე უბანში მომხდარი ინცინდენტის გამო
პოლიცია გამოიძახეს.
მასალის გამოყენების პირობები