ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამეტებით უზრუნველყოფის
პროგრამა ფართოვდება.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს
ინფორმაციით, სექტემბრის დასაწყისში ამოქმედდება პროგრამის
შემდეგი ეტაპი, რაც ითვალისწინებს საპენსიო ასაკის მოსახლეობის და
შეზღუდული შესაძლებლობის მქონდე პირთა იაფი მედიკამენტებით
უზრუნველყოფას.
პირველ ეტაპზე ხელმისაწვდომობა შეეხება ყველაზე ფართოდ გავრცელებული -
გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს.
პროგრამა შემდგომში გაფართოვდება და მოიცავს სხვა ქრონიკულ
დაავადებებს, რომლის მკურნალობაც ყველაზე დიდ ტვირთად აწევს
მოსახლეობას. ასევე თუკი დღემდე მედიკამენტების მოწოდება ხდებოდა ერთი
სააფთიაქო ქსელის მეშვეობით, ამიერიდან პროგრამაში ჩაერთვება სხვა
სააფთიაქო ქსელებისა და აფთიაქების უმეტესობა.
"პროგრამის გაფართოების მიზანია: პენსიონერთა და შშმ პირთა
დანახარჯები ქრონიკული დაავადების სამკურნალო მედიკამენტებზე
განახევრდეს, ან გახდეს მესამედი," - აცხადებენ სამინისტროში.
როგორც სამინიმათივე ცნობით, მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა
გასული წლის მაისში დაიწყო, თუმცა მხოლოდ სოციალურად დაუცველ
მოსახლეობაზე ვრცელდებოდა. 2018 წლის დასაწყისში ჯანდაცვის
სამინისტროსა და ფარმ-მწარმოებლებს შორის შედგა თანამშრომლობა, რაც
კერძო სექტორისა და სახელმწიფოს პარტნიორობის მოდელს წარმოადგენს.
"ამ ერთობლივი პროექტის პირველი შედეგი მეორე ტიპის დიაბეტის
სამკურნალო მედიკამენტების საბაზრო ფასის განახევრებას გულისხმობს.
აღნიშნული დაავადებიოს სამკურნალო მედიკამენტის ნაწილი უკვე
განახევრდა, თუმცა მომავალი კვირიდან მეორე ტიპის დიაბეტის
მედიკამენტები კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება და მათზე ფასდაკლება
გავრცელდება მთელს მოსახლეობაზე," - განმარტავენ ჯანდაცვის
სამინისტროში.
მასალის გამოყენების პირობები