ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე
ღუმელის აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძარი
ლიკვიდირებულია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით,
თუჯჩამომსსხმელ ქარხანაში ღუმელის აფეთქებამ შენობის კონსტრუქციის
ნგრევა გამოიწვია. შედეგად, ბოლო ინფორმაციით, დაშავებულია ხუთი
ადამიანი.
ისინი
ინტერვენციული მედიცინის ცენტრში
გადაიყვანეს.
დაშავებულებს გულ-მკერდის ტრამვა აღენიშნებათ. ექიმების
ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ადგილზე მყოფი დაცვის თანამშრომლების თქმით, მათ არ აქვთ ინფორმაცია
მომხდარის შესახებ. ამბობენ, რომ აფეთქების ხმა გაიგონეს.
"დავინახეთ, რომ ცოტა ხაში გამოვიდა სასწრაფო. დაშავებულები
ადგილობრივები არიან. მათი ოჯახის წევრები ამ დრომდე არ
გამოჩენილან,"- ამბობს დაცვის თანამშომელი ზურა ბარბაქაძე.
ადგილზე, სადაც აფეთქება მოხდა, 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი
მუშაობდა.
დაცვის თანამშრომლის, ზურა ბარბაქაძის თქმით, ტერიტორიაზე რამდენიმე
საწარმოა, რომელთაც შენობა-ნაგებობები დაქირავებული აქვთ.
ამავე თემაზე:
ქუთაისში აფეთქების შედეგად დაშავებულები საავადმყოფოში
გადაიყვანეს
აფეთქება ქუთაისში - დაშავებულია ორი ადამიანი
მასალის გამოყენების პირობები