Пу́тін хуйло́-ს, Русский
военныи́ корабль, иди на хуй!-სთან ერთად, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე
ყველაზე ხშირად სკანდირებენ.
ეს ერთი შეხედვით უხამსი გამონათქვამი, დიდი ხანია კულტურულ,
პოლიტიკურ მნიშვნელობას იძენს, აღწერს ეპოქას, ამდიდრებს ურბანულ
ლექსიკონს და წარმოადგენს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის
სინონიმს.
ვიკიპედიას თანახმად
Пу́тін хуйло́ უკრაინაში ფეხბურთის გულშემატკივართა
შეძახილებიდან წარმოიშვა 2014 წელს. იგი პირველად რუსეთ-უკრაინის ომის
დაწყებისას FC Metalist Kharkiv-ისა და Shaktar Donetsk-ის
გულშემატკივრებმა 2014 წლის მარტში გამოიყენეს. ეს სიტყვათაშეთანხმება
მალე ფართოდ გავრცელდა მთელ უკრაინაში და მთელ
მსოფლიოში.
Пу́тін хуйло́ -ს აქვს
აბრევიატურაც "ПТН ПНХ", რაც ნიშნავს "Путин, пошёл на
хуй".
პუტინამდე хуйло́ - ს "პატივი"
ჰრიჰორი სურკის, უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის მაშინდელ პრეზიდენტს
ერგო. იგი ასე ჟღერდა - "Surkis Khuylo!" ამ შეძახილს იყენებდნენ FC
Metalist -ის ხარკოვის გულშემატკივრები 2010 წელს.
საქმე მდგომარეობდა ორი
უკრაინელი ოლიგარქის - ალექსანდრე იაროსლავსკის, ("მეტალისტის"
მაშინდელი მფლობელი) და ჰრიჰორი სურკისის (უკრაინის ფეხბურთის
ფედერაციის მაშინდელი პრეზიდენტი) დაპირისპირებაში. ხარკოვის
გულშემატკივრები, რომლებიც თავიანთი კლუბის პრეზიდენტის მხარეს
იყვნენ, მხარდაჭერას ამ ფორმით - "სურკის ხუილო!"
გამოხატავდნენ.
შეძახილი დიდხანს არ დარჩა
მხოლოდ ერთი კლუბის გულშემატკივრების ლექსიკონში და 2014 წელს უფრო
მასშტაბური სახე მიიღო. შეიცვალა შინაარსიც და ადრესატიც. 2014 წლის
რუსული აგრესიის შემდეგ, უკრაინაში хуйло́ გასცდა ფეხბურთის
საზღვრებს, იმ საზღვრებსაც სპორტი და პოლიტიკა რომ სხვადასხვა რამეა
და მიიღო პოლიტიკური დატვირთვა.
მალე ეს სიმღერად ქცეული ფრაზა
იქცა უკრაინის სხვადასხვა საფეხბურთო კლუბის ფანების გამაერთიანებელ
მოწოდებად. უკრაინული საფეხბურთო კლუბების ფეხბურთის გულშემატკივრები
უკრაინის მხარეს დადგნენ ყირიმის რუსული ანექსიისა და სამხედრო
ინტერვენციის დაწყებისას. მალე სიმღერამ, რომელიც დასცინოდა პუტინს,
უფრო ფართო პოპულარობა მოიპოვა და გავრცელდა სხვა კლუბებში - დონეცკის
შახტარის და კიევის დინამოს გულშემატკივრებში. ფანები, რომლებიც ადრე
ჩხუბობდნენ, 2014 წლის შემდეგ ამ სიმღერას ერთად მღეროდნენ. რუსეთის
ინტერვენციისა და უკრაინის ნაწილობრივი ოკუპაციის დროს, სხვადასხვა
უკრაინული კლუბების ფანებმა თავი დაანებეს ერთმანეთში მეტოქეობას და
Пу́тін хуйло́ --ს ერთობლივად სკანდირებდნენ ქუჩის
მარშებში.
ქუჩის ეს ჩანაწერი მალევე
გამოქვეყნდა იუთუბზე და ვირუსულად გავრცელდა მსოფლიოში.
დადგინდა, რომ Пу́тін
хуйло́-ს მელოდია ამერიკელი მომღერლის პეტ ბუნის 1962 წლის ჰიტიდან
მომდინარეობდა.
Пу́тін хуйло́ მოხვდა
სიმღერებში, ფილმებში, სერიალებში. იგი გახდა პოლიტიკური პოზიციის
გამომხატველი.
მან საქმე მოუმატა რუსეთის
უშიშროების ფედერალურ სამსახურს. სამსახურმა სისხლის სამართლებრივი
დევნა დაიწყო მისი გამოყენების გამო. მიუხედავად ამისა, Пу́тін
хуйло́-მ იმდენად მყარად მოიკიდა ფეხი, რომ საკმარისია ვინმემ
სიტყვების გარეშე წაიმღეროს "ლა-ლა ლა-ლა-ლა", რომ ყველა მიხვდეს,
რასაც გულისხმობს.
Пу́тін хуйло́ - ს
ავტორები, ფეხბურთის უკრაინელი გულშემატკივრები მიხვდნენ, სწორად
განსაზღვრეს და ზუსტი სახელი დაარქვეს იმას, რასაც დღეს, წლების
დაგვიანებით, მთელი მსოფლიო ხვდება და უერთდება
სულისკვეთებაში.
მასალის გამოყენების პირობები