რჩევები
საშიში ხალები კანზე, რომელიც მელანომას იწვევს
FaceBook

მელანომა, ერთ-ერთი ყველაზე  რთული სიმსივნე, რომელსაც მეტასტაზების ადრეული წარმოქმნა და ხშირად აგრესიული მიმდინარეობა ახასიათებს.


რა დაავადებაა მელანომა, რატომ უნდა ვუფრთხილდეთ მას და როგორ ავიცილოთ ის თავიდან ამ და სხვა კითხვებზე ქუთაისი პოსტს წმ. ნიკოლოგის სახელობის ქირურგიული და ონკოლოგიური ცენტრის ონკო-ქირურგი მამოლოგი, სოფიო კვეტენაძე ესაუბრება.

 

როგორი დაავადება მელანომა?

მელანომა, ავთვისებიანი სიმსივნენეა, რომელიც აგრესიულობით გამოირჩევა. ის იშვიათი, თუმცა რთული დაავადებაა, რომლის აღმოჩენის შემთხვევაში, ბოლო სტადიაზე ცხოვრების ხანგრძლივობას ადამიანმა მხოლოდ ხუთ წლამდე შეიძლება მიაღწიოს. უფრო მეტად კანის ზედა ნაწილზე მდებარე ხალებია საშიში, ვიდრე კანქვეშ არსებული.


სად წარმოიქმნება ის?

კანის ნებისმიერი ცვლილება განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. მელანომა ხშირად კანის ტანსაცმლით დაფარულ ადგილებზე ჩნდება, მაშინ როდესაც კანის სხვა სიმსივნეები ღია, მზისგან დაუცველ ადგილებზე ე.წ მზის ტერსაებზე წარმოიქმნება. ის არის კანის დაავადებაა, რომელიც შეიძლება ლორწოვან გარსზეც შეგვხვდეს.

რა ნიშნებითაა შესაძლებელი მისი ამოცნობა?

ვიზუალურად მელანომა ადამიანის სხეულზე არსებული ხალის ფორმით გამოისახება. ხშირ შემთხვევაში არის მუქი ფერის, თუმცა არსებობს უფერო მელანომები.

ადამიანმა შეუიარაღებელი თვალით საეჭვო ცვლილებები რომ შეამჩნიოს, მელანომა ექვსი მილიმეტრი ზომის მაინც უნდა იყოს. თუ ხალს რამე უჩვეულო ცვლილებას შეამჩნევთ, ექიმს უნდა მიმართოთ. საყურადღებოა, თუ წარმონაქმნი ასიმეტრიულია, აქვს უსწორმასწორო კიდეები, სხვადასხვა ფერისაა, ზომით აღემატება ექვს მილიმეტრს და დროთა განმავლობაში იცვლება.


რა არის დაავადების გამომწვევი მიზეზი?

ეს შეიძლება იყოს ულტრაისფერი დასხივების დიდი დოზა, ნევუსების ტრამვები, ოჯახური წინასწარგანწყობა და სხვადასხვა კანის დაავადება. ყველაზე ხშირად კანის მელანომა პიგმენტური ნევუსიდან ვითარდება. ნევუსი პიგმენტური ლაქაა, ზომით დაახლოებით ხუთი მილიმეტრიდან ერთ სანტიმენტრამდე. ასეთი ლაქების არსებობის შემთხვევაში მზეზე დიდხანს არ უნდა დარჩეთ, არც სოლარიუმით სარგებლობაა რეკომენდებული და ლაქა მექანიკურ ტრამვებსაც უნდა მოვარიდოთ.

შეიძლება ვიზუალურად ის იყოს ჩვეულებრივი ხალი, მაგრამ ნებისმიერ მექანიკურ ჩარევას მასზე გავლენის მოხდენა შეუძლია. ონკოლოგიური თვალსაზრისით თუ ის რაღაც ანთებებს იწვევს, მაგალითად წვა, გაღიზიანება, სისხლდენა, ზრდის დაწყება ან ტექტსტურის შეცვლა აუცილებელია ონკოლოგთან მიმართვა. კანზე ნემისმიერ წარმონაქმნს უნდა მივაქციოთ ყურადღება.

როგორ მკურნალობენ მელანომას?

როდესაც სიმსივნე ლოკალურია, ანუ მეტასტაზები ჯერ არ არის გავრცელებული, მკურნალობის საუკეთესო გზა წარმონაქმნის ამოკვეთაა. ადრეული გამოვლენის შემთხვევაში ქირურგია მკურნალობის შეუცვლელი მეთოდია. ის პირველადი მელანომის მოცილებას გულისხმობს. ოპერაციის დროს ნაპირებიდან გადასვლის ფართობი მელანომის სიღრმეზეა დამოკიდებული.

თუ მელანომა არ არის ღრმა, მაგალითად, არ აღემატება 1 მმ-ს და არც მეტასტაზების არსებობა დასტურდება, ქირურგიული მკურნალობის შემდეგ წესდება მხოლოდ მონიტორინგი, მაგრამ თუ მელანომა ღრმაა ან გადიდებულია ლიმფური კვანძები, ინიშნება ადიუვანტური – ქირურგიის თანმხლები თერაპია. ეს შეიძლება იყოს ქიმიოთერაპია, ინტერფერონით თერაპია, რომლის ეფექტურობას მრავალი რანდომიზებული კვლევა ადასტურებს. ის გარკვეულწილად აზღვევს ადამიანს მეტასტაზების განვითარებისგან. საზოგადოდ, მეტასტაზირებული მელანომა ძნელად ექვემდებარება მკურნალობას.

მელანომის დროს, სხვა სიმსივნეებისგან განსხვავებით, სხივური თერაპია საკმაოდ უეფექტოა. მელანომა რადიოთერაპიისადმი რეზისტენტულ სიმსივნედ არის მიჩნეული, ამიტომ სხივურ თერაპიას მის წინააღმდეგ ძალიან იშვიათად, მხოლოდ სახეზე განვითარებული პროცესის სამკურნალოდ იყენებენ.

ონკოლოგიური თვალსაზრისით არ შეიძლება ლაზერული ჩარევა, მოყინვა, რადგან ის უფრო აგრესიულს ხდის სიმსივნეს.


როგორ ავიცილოთ თავიდან ეს დაავადება?

მელანომის ადრეული აღმოჩენის მიზნით რეკომენდებულია, ადამიანმა თვეში ერთხელ მაინც დაითვალიეროს სხეული. სამწუხაროდ, მელანომას ადრეული მეტასტაზები ხშირად შესაბამის ლიმფურ კვანძებში აღმოჩნდება ხოლმე. ის, აგრეთვე, შესაძლოა განვითარდეს ღვიძლში, თავის ტვინში, ძვლებში. დამახასიათებელია ე.წ სატელიტური მეტასტაზები – კანქვეშა მეტასტაზები პირველადი სიმსივნის არეალში.

ასაკის მიუხედავად კანზე ნებისმიერი წარმონაქმნის გაჩენის შემთხვევაში, რომელიც უცებ გაჩნდა, ან იყო ბავშვობაშიც, მაგრამ ახლა შეიცვალა ტექსტურა ონკოლოგთან კონსულტაცია უნდა ჩაიტარონ. ასევე, ერიდონ მზის გამოსხივებას. გარუჯვა 11 საათამდე და საღამოს ოთხი-ხუთი საათის შემდეგაა რეკონდებული. განსაკუთრებით, სოლარიუმებში გარუჯვას მოერიდონ. ძალიან მნიშვნელოვანია ექიმთან მისვლის კულტურა დამკვიდრდეს საქართველოში. მოსახლეობამ სუფრთხილე უნდა გამოიჩინოს და დაიცვან თავიანთი ჯანმრთელობა. მთავარია პროფილაქტიკური გასინჯვა, რომელიც დაავადების ადრეულ
ეტაპზე გამოვლინების საშუალებას იძლევა, განკურნებაში დიდ როლს ასრულებს.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საახალწლო მრავალათასიან ცრურწმენას ერთიც შეემატა, რა ფილმებსაც ახალ
წელს უყურებ ისეთი წელი დაგებედება.
13:09 / 31.12.2023
საახალწლო მრავალათასიან ცრურწმენას ერთიც შეემატა, რა ფილმებსაც ახალ წელს უყურებ ისეთი წელი დაგებედება.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული
ცენტრი ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს
აქვეყნებს.
10:01 / 09.08.2023
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს აქვეყნებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.