რჩევები
როგორ დავიცვათ თავი მენინგიტისგან – ექიმის რჩევები
FaceBook
მენინგიტი ტვინის გარსის ანთებაა, რომელიც ზამთრის პერიოდში მწვავდება. შესაძლებელია ამ დაავადების პროფილაქტიკაც და მკურნალობაც.
რა იწვევს მას, რა სიმპტომები ახასიათებს და როგორ დავიცვათ თავი საშიში დაავადებისგან? – ამ საკითხებზე ქუთაისიპოსტი გთავაზობთ ინფექციონისტ–ჰეპატოლოგის, ნანა გონგაძის რჩევებს.

მას შეიძლება როგორც ვირუსი, ასევე, ბაქტერია იწვევდეს.

ნანა გონგაძის თქმით, ვირუსული მენინგიტების ხშირი შემთხვევები გასულ წელს ზაფხულში დაფიქსირდა. თუმცა მისგან გარდაცვალების შემთხვევა არ ყოფილა.

ინფექციონისტ–ჰეპატოლოგი განმარტავს, რომ ინფექცია განსაკუთრებით, ზამთარში, გვიან შემოდგომასა და ადრეულ გაზაფხულამდე არის აქტიური. მენინგიტისა და ვირუსული ინფექციის წყარო მხოლოდ ადამიანია. მენინგიტის ასაკი, ძირითადად, 3–4 წლიდან 15–18 წლამდე მერყეობს.

"დაავადება საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობს. ახასიათებს თავის ტკივილი, გულის რევა, ღებინება და მაღალი ტემპერატურა. ეს სიმპტომები შეიძლება სხვა დაავადებასაც ქონდეს ამიტომ ექიმის მონაწილოება აუცილებელია და არ არის აუცილებელი ინფექციონისტი იყოს. ზოგადი პროფილის ექიმსაც შეუძლია დიაგნოზი დასვას და გამოყოს ჩვეულებრივი ვირუსული ინფექციისთვის დამახასიათებელი თავის ტკივილი და ტემპერატურა ვირუსული მენინგიტის დიაგნოზისაგან", –ამბობს ინფექციონისტ–ჰეპატოლოგი, ნანა გონგაძე.

მენინგიტს იწვევს ბაქტერია მენინგოკოკი, რომელიც შეიძლება უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს, ან მატარებელი იყოს ადამიანი.

ექიმი ამბობს, რომ არსებობს ბაქტერიული მენინგიტიც, რომელსაც ბაქტერია მენინგიტიტი იწვევს. მიმდინარეობა არის მსუბუქი, საშუალო, მძიმე და ელვისებური ფორმის.

"მენინგოკოკით გამოწვეული მენინგიტი მძიმე დაავადებაა, თუმცა დაავადების სიმძიმე ორგანიზმის იმუნურ სისტემაზეა დამოკიდებული და ასევე, მიკრობის დამახასიათებელ თვისებაზე", – ამბობს ნანა გონგაძე.

მისი თქმით, მენინგიტს იწვევს ბაქტერია მენინგოკოკი, რომელიც შეიძლება უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს, ან მატარებელი იყოს ადამიანი. არის საშუალო სიმძიმით მიმდინარე, მძიმე და უმძიმესი.

ნანა გონგაძის თქმით, ელვისებურ მენინგიტი, ხალხში "მფრინავ მენინგიტად" წოდებულს, მას მენინგოკოქცემია ჰქვია, რომელიც რამდენიმე საათში ვითარდება და მძიმდება.

"ეს დაავადება იწყება უეცრად, მაღალი ტემპერატურა, რომელიც დამწევებს არ ექვემდებარება. ტემპერატურული ნიშნული 40–42 გრადუსამდე აღეწვს, ახასიათებს შემცივნებაც", – განმარტავს ნანა გონგაძე.

"მფრინავ მენინგიტს" ძლიერი ინტოქსიკაციის ნიშნები ახასიათებს, მაგალითად: ღებინება, ტავის ტკივილი, კანის ზედაპირზე მალევე გამოჩნდება სისხლჩაქცევები, რომელიც თავიდან ძალიან პატარა ზომის არის, მერე გადიდდება. მას ხატოვნად ვარსკვლავიან ღამესაც ადარებენ.

"არასწორი ფორმის სისხლჩაქცევები იწყება ქვედა კიდურებიდან, არის დუნდულებზე, ზედა კიდურებზე, სხეულზე და როდესაც ის სახის ნაწილებზე განვითარდება ეს უკვე მისი მიმდინარეობის სიმძიმის მაჩვენებელია. თითოეული გამონაყარი უნდა დათვალიერდეს დიდი ყურადღებით და თუ ექიმი ვერ ერკვევა დაავადების სიზუსტეში ინფექციონისტი უნდა მოიწვიოს", – ამბობს ინფექციონისტ–ჰეპატოლოგი.

თუ ზომები დროულად არ იქნა მიღებული ხშირ შემთხვევებში ძალიან მძიმედ მთავრდება. ამიტომ, ნანა გონგაძე ყველას მოუწოდებს ექიმს დროულად მიმართონ.

მისი თქმით, რისკ–ჯგუფებში შედიან ისინი, ვისაც დახურულ სივრცეში უწევთ ყოფნა. ასეთებად კი მოსწავლეები, ბაღის აღსაზრდელები და სტუდენტები მოიაზრებიან.

მენინგოკოკი იმუნიტეტ დაქვეითებულ ადამიანს უვითარდება. ამიტომ, მისი თავიდან ასაცილებლად, ნანა გონგაძე სრულფასოვანი კვების მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას.

"აუცილებელია, ხორცის, ცილოვანი საკვების, ცხიმებისა და ნახშირწყლების ზომიერად მიღება. ბაქტერია, განსაკუთრებით, დასუსტებულ ორგანიზმთან შედის კონტაქტში. ხელის დაბანას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ასევე, დაცემინების, დახველების კულტურას. ამ დროს აუცილებლად ცხვირსახოცი უნდა მივიფაროთ, მისი არქონის შემთხვევაში კი საკუთარი იდაყვი უნდა გამოვიყენოთ", – განმარტავს ნანა გონგაძე.

ექიმი ყველას სამედიცინო ნიღბებით სიარულს ურჩევს, განსაკუთრებით კი ორსულებს.

ის ასევე, სკოლებს მოუწოდებს, როგორც კი შეამჩნევენ , ბავშვი ახველებს, აცემინებს, ან მოთენთილია, ასეთი მოსწავლეები სახლში გაუშვან.

"გაცდენების გამო, ნუ აიძულებთ ბავშვებს სკოლებში იარონ. გვირჩევნია ჯანსაღი თაობა აღიზარდოს სულიერადაც და ფიზიკურადაც", – ამბობს ინფექციონისტ–ჰეპატოლოგი, ნანა გონგაძე.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საახალწლო მრავალათასიან ცრურწმენას ერთიც შეემატა, რა ფილმებსაც ახალ
წელს უყურებ ისეთი წელი დაგებედება.
13:09 / 31.12.2023
საახალწლო მრავალათასიან ცრურწმენას ერთიც შეემატა, რა ფილმებსაც ახალ წელს უყურებ ისეთი წელი დაგებედება.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული
ცენტრი ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს
აქვეყნებს.
10:01 / 09.08.2023
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს აქვეყნებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.