რჩევები
როგორ შევღებოთ კვერცხები ხახვის ფურცლებით
FaceBook
საზღვარგარეთ ენდროს შოვნა უჭირთ. სწორედ მათთვისაა ეს რეცეპტი!

საქართველოში სააღდგომოდ ენდრო ყველგან იყიდება და კვერცხების შეღებვა პრობლემას არ წარმოადგენს. მაგრამ უამრავ ჩვენს თანამემამულეს საზღვარგარეთ ენდროს შოვნა უჭირთ.
სწორედ მათთვისაა ეს რეცეპტი!

თუ მაღაზიებსა და სუპერმარკეტებში ხახვის ფურცლების მოგროვებას მოახერხებთ, სააღდგომოდ წითელი კვერცხები ნამდვილად დაამშვენებს თქვენს სუფრას.

ქვაბში ჩაყარეთ ბლომად ხახვის ფურცლები. ჩაალაგეთ გარეცხილი კვერცხები და დაასხით იმდენი წყალი რომ დაფაროს. აადუღეთ და ხარშეთ, სანამ კვერცხები არ შეიფერება. გააცივეთ ნახარშშივე, შემდეგ ცივი წყალი გადაავლეთ, გააშრეთ და ზეთიანი ბამბა გადაუსვით.

ნახატების გასაკეთებლად დაგჭირდებათ ძველი წინდა. შეგიძლიათ დაჭრათ, ან პირდაპირ მაშივე გამოაკრათ კვერცხი. კვერცხი წინასწარ დაასველეთ და მწვანილის ფოთლები ადვილად მიეკრობა.

GEMRIELIA.GE
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საახალწლო მრავალათასიან ცრურწმენას ერთიც შეემატა, რა ფილმებსაც ახალ
წელს უყურებ ისეთი წელი დაგებედება.
13:09 / 31.12.2023
საახალწლო მრავალათასიან ცრურწმენას ერთიც შეემატა, რა ფილმებსაც ახალ წელს უყურებ ისეთი წელი დაგებედება.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული
ცენტრი ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს
აქვეყნებს.
10:01 / 09.08.2023
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს აქვეყნებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.