რჩევები
კვერცხი წონის დაკლებას უწყობს ხელს
FaceBook
კვერცხის მიღება ქოლესტერინის მატების რისკფაქტორადაა მიჩნეული, თუმცა ბოლოდროინდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ რაციონში კვერცხის შეტანა ხელს უწყობს წონის დაკლებას და დადებითად მოქმედებს ლიპოპროტეინულ ბალანსზე. მკვლევრები საშუალო ასაკის მეტაბოლური სინდრომის მქონე პირებს 12 კვირის განმავლობაში ყოველდღე აძლევდნენ სამ კვერცხს ან ეკვივალენტური ოდენობის კვერცხის შემცველ სხვა პროდუქტს. მიუხედავად იმისა, რომ კვლევის მონაწილე პირთა ორგანიზმში ხვდებოდა ორჯერ მეტი ქოლესტერინი, ვიდრე კვლევის დაწყებამდე, მისი მაჩვენებელი არ გაზრდილა. პირიქით, მოიმატა "კარგი" ქოლესტერინის დონემ.
ცოტა ხნის წინ ოფიციალურად მიიჩნეოდა, რომ კვერცხში 215 მილიგრამი ქოლესტერინია, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს მაჩვენებელი 185 მილიგრამის ტოლი ყოფილა. გარდა ამისა, კვერცხში D ვიტამინი სავარაუდოზე 64%-ით მეტი აღმოჩნდა. დადგინდა ბეტა-კაროტინის, ქოლინის, ლუთეინის და ზეაქსანის (ანტიოქსიდანტი, კუნთოვანი დეგენერაციისა და ასაკობრივი სიბრმავის საწინააღმდეგო მოქმედებით) შემცველობაც. საინტერესოა, რომ კვერცხი დიდი ხნით თრგუნავს შიმშილს, შედეგად ადამიანი ნაკლებს ჭამს და წონას იკლებს.
წყარო:mkurnali.ge
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საახალწლო მრავალათასიან ცრურწმენას ერთიც შეემატა, რა ფილმებსაც ახალ
წელს უყურებ ისეთი წელი დაგებედება.
13:09 / 31.12.2023
საახალწლო მრავალათასიან ცრურწმენას ერთიც შეემატა, რა ფილმებსაც ახალ წელს უყურებ ისეთი წელი დაგებედება.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული
ცენტრი ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს
აქვეყნებს.
10:01 / 09.08.2023
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს აქვეყნებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.