ყოველდღიური პირის ღრუს ჰიგიენა ძალიან მნიშვნელოვანია პატარების
ჯანმრთელობისთვის.
5–6 წლამდე ასაკის ბავშვების პირის ღრუს ჰიგიენა დამოკიდებულია
მშობლების ყურადღებასა და პასუხისმგებლობაზე.
სარძევე კბილები უფრო ხშირად ზიანდება კარიესით, ვიდრე მუდმივები.
ხეხვის დროს კი ხდება კარიესის გამომწვევ მთავრ მიზეზის, კბილის
ნადების თავიდან აცილება.
გარდა ამისა, ეს ბავშვს უვითარებს კბილების ხეხვის ჩვევას, რომელიც
მათ მთელი ცხოვრების მნაძილზე უნდა გაჰყვეს.
როგორ ვასწავლოთ პატარას კბილების ხეხვა:
პირველ რიგში, ვეცადოთ ეს პროცესი პატარამ აღიქვას როგორც გასართობი,
მივცეთ საშუალება თვითონ გაიხეხოს კბილები სპეციალურად ბავშვებისთვის
განკუთვნილი ჯაგრისით და მარწყვის, ნაყინის, საღეჭი რეზინის
არომატიანი კბილის პასტით.
ამასთანავე, კბილის პასტა მცირე რაოდენობით წავუსვათ ჯაგრისზე, რადგან
ბევრი ქაფის ყლაპვა არც თუ სახარბიელოა.
ბოლოს ჩვენ თვითონ გამოვუხეხოთ კბილები სწორი მეთოდით და თან
შევეცადოთ ეს დაიმახსოვროს.
მასალის გამოყენების პირობები