რჩევები
ყველაზე მარტივი საზაფხულო ტორტი, რომელიც ჯერ არ გიცდიათ
FaceBook
მარწყვის ტორტი ბევრისთვის საყვარელია დესერტია, თუმცა მისი მომზადება არც ისე ადვილია და ბევრ შრომას მოითხოვს

გთავაზობთ ამ უგემრიელესი ხილის ყველაზე მარტივი ტორტის რეცეპტს, რომელიც ძალიან გემრიელია.

ტორტის ბისკვიტი არ გამოდის ძალიან მაღალი. ტორტი შეგიძლიათ უბრალოდ დაჭრილი და დაშაქრული მარწვით, ან ხილტან ერთად  ე.წ. ყვითელი კრემით მორთოთ. 


ინგრედიენტები ბისკვიტისთვის:


2 ცალი კვერცხის ცილა 

პურის ფქვილი 

1 კგ ნაყინი 

მარილი 

ცომის გამაფხვიერებელი, ან სოდა


ბისკვიტის მომზადების წესი: 

პირველი ეტაპი: 

ნაყინი გაადნეთ, დაუმატეთ ცომის გამაფხვიერებელი (მხოლოდ პაკეტის ნახევარი), ანდა სოდა (ნახევარი ჩაის კოვზი), ცალკე გათეთრებამდე გათქვიფეთ კვერცხის ცილა, დაამატეთ მარილი (ძალიან ცოტა, მწიკვი საკმარისია). მიღებული მასა აურიეთ გამდნარ ნაყინში და დაამატეთ პურის ფქვილი იმდენი, რომ თხელი არაჟნის მასა მიიღოთ. ცომი გადაიტანეთ ფორმაში, რომელსაც აუცილებლად უნდა დაუფინოთ საცხობი ფურცლები და გადაუსვათ ცოტაოდენი კარაქი (იმისთვის, რომ ბისკვიტს ძირი არ დაეწვას). სასურველია გამოიყენოთ ტორტის საცხობი პატარა ფორმა. ბისკვიტი აცხვეთ 150 გრადუსზე, გახურებულ ღუმელში. როდესაც ამოვა და ოდნავ ყავისფერ ფერს გადაიკრავს მზადაა. შემდეგ გამომცხვარი ბისკვიტი გააციეთ.

მეორე ეტაპი:

ინგრედიენტები: 

500 გრამი მარწყვი.

1 პაკეტი ვანილი.

4–5 სუფრის კოვზი შაქარი.

ტორტი შუაზე დაჭრილი მარწყვით უნდა მორთოთ, რომელიც წინასწარ დაშაქრული გექნებათ ვანლთამ ერთად, ვიდრე ბისკვიტს გამოაცხობთ. დაშაქრული ხილის წვენით ჯერ ბისკვიტის ზედაპირი კარგად უნდა  დავალბოთ (ყველგან  გადავანაწილოთ) ხილი კი მთლიან ზედაპირზე დავალაგოთ. 

მესამე ეტაპი:

ეს ეტაპი შეგიძლიათ გამოტოვოთ, რადგან კრემი ყველას არ უყვარს. თუმცა ამ რეცეპტით მომზადებული კრემი ძალიან გემრიელი გამოდის და ნაყინის ტორტსაც ძალიან უხდება. (კრემი არ გამოდის ბევრი და ის მხოლოდ ტორტის ზედაპირზე წასასმელად გეყოფათ).


ინგრედიენტები: 

2 ცალი კვერცხის გული (რომელიც ბისკვიტის მომზადებისას დაგრჩათ)

250 მლ. რძე

25 გრამი ფქვილი 

50 გრამი შაქარი

100 გრამი კარაქი

ვანილი 

ლიმნის კანი

მომზადების წესი: 

რძეს დაუმატეთ მეოთხედი ლიმნის კახეხილი კანი, ვანილი და წამოადუღეთ. ვიდრე რძე გაგრილდება კვერცხის გული და შაქარი ათქვიფეთ. წამოდუღებულ და გაციებულ რძეს დაუმატეთ ფქვილი (ნელნელა ისე, რომ კარგად გაიხსნას) შემდეგ ათქვეფილლი კვერცხის გული, კარგად აურიეთ და წამოადუღეთ. კრემი რომ გაცივდება დაამატეთ 100 გრამი კარაქი, ათქვიფეთ მიქსერით და კრემი მზადაა.

მიღებული კრემი ზედაპირზე გადაუსვით ნაყინის ტორტს და გემრიელად მიირთვით.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საახალწლო მრავალათასიან ცრურწმენას ერთიც შეემატა, რა ფილმებსაც ახალ
წელს უყურებ ისეთი წელი დაგებედება.
13:09 / 31.12.2023
საახალწლო მრავალათასიან ცრურწმენას ერთიც შეემატა, რა ფილმებსაც ახალ წელს უყურებ ისეთი წელი დაგებედება.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული
ცენტრი ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს
აქვეყნებს.
10:01 / 09.08.2023
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს აქვეყნებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.