„ვერ ვიჯერებდი, რომ ეს ჯოჯოხეთი 21-ე საუკუნეში ხდებოდა“- ლტოლვილი ბუჩადან (ვიდეო)
13:24 / 23.04.2022
ტატიანა მიხაილენკო ქალაქ ბუჩადან არის, მან
ერთთვიანი ბლოკადის შემდეგ მოახერხა ოკუპირებული ქალაქის დატოვება.
ტატიანამ რუსი ოკუპანტების მიერ ჩადენილი მთელი საშინელება საკუთარი
თვალით იხილა და განიცადა.
ერთი თვე უმეტესად სარდაფში მეუღლესთან ერთად გაატარა
უწყვეტი დაბომბვების ქვეშ, უმძიმეს პირობებში.
ქალაქის დატოვების წინ დახოცილი ადამიანების დერეფნის
გავლა მოუწია. მოკლული ბუჩელები იხილა ქუჩებში, სახლებში, ეზოებში.
მათ კლავდნენ იმიტომ, რომ ვიღაცას უკრაინის გერბი დაუნახეს, ან
გადაღებული ფოტო შეამჩნიეს, მაგრამ უმეტესად კლავდნენ სრულიად
უმიზეზოდ, მხოლოდ იმიტომ, რომ უკრაინელები იყვნენ.
ტატიანას და მის მეუღლეს გაუმართლათ იმაში, რომ მათი სახლი ჩიხში იყო
და ოკუპანტების თვალთახედვის ზონაში ნაკლებად ხვდებოდა.
ტატიანა ეთნიკური რუსია, თუმცა, უკრაინის მოქალაქე და
უკრაინის პატრიოტი. მას უკრაინაში არასდროს შეხვედრია პრობლემა მისი
ეთნიკური წარმომავლობისა და რუსული ენის გამო.
"მართალია უკრაინულ სკოლაში ვისწავლე, მაგრამ
ყოფაში სალაპარაკო ენა ჩემთვის მაინც რუსული იყო. ამის გამო პრობლემა
არასდროს შემქმნია. როცა ატყობდნენ, რომ უკრაინულად მიჭირდა საუბარი,
მთხოვდნენ რომ რუსულად გამეგრძელებინა. თავად უკრაინულად
მპასუხობდნენ. ჩვენ ერთმანეთის გვესმოდა და ეს დაბრკოლების ლოდი
არასდროს გამხდარა. ეს მარტო ჩემს მიმართ არ იყო ასე, მთელ უკრაინაში
ასეთი დამოკიდებულება იყო", - ამბობს ტატიანა.
მისთვის განსაკუთრებით თავზარდამცემია, რომ რუსეთი
უკრაინას "ფაშისტებისგან ათავისუფლებს", ამ ტოტალურ ტყუილს მის
მოსახლეობაზე ყიდის და ისინიც იჯერებენ, იმდენად, რომ ომის მსხვერპლ
და თვითმხილველ საკუთარ უკრაინელ ნათესავებსაც არ უჯერებენ.
ტატიანას გაუჭირდა რუსეთში მცხოვრები საკუთარი ღვიძლი
დების დარწმუნება იმაში, რა ჯოჯოხეთსაც რუსული ჯარი უკრაინაში
აწყობს.
"როდესაც ბუჩადან ჩვენი ევაკუაცია მოხდა,
ჩემს დას მივწერე, არ მიპასუხა, მერე დარეკვა გადავწყვიტე. მანამდე
მაფრთხილებდნენ, რომ რუსები არ იღებენ, არ იჯერებენ ჩვენს
ინფორმაციას, მაგრამ არ მინდოდა ამის დაჯერება. ვცდილობდი ეს სიმართლე
დებისთვის მიმეწოდებინა. ვეუბნებოდი, როგორ იჯერებთ იმას, რასაც
ტელევიზორში გიყვებიან? მათ შეუძლიათ ათასნაირად დაამონტაჟონ დ ა ისე
გიჩვენონ და არ მიჯერებთ მე, ღვიძლ დას. ვეუბნები, მე ფაშისტი ვარ?
რადგან ამბობთ, რომ რუსები უკრაინაში ფაშიზმს ებრძვიან. ჩემი და
მპასუხობს: შენ რუსი ხარ, არ დაივიწყო შენი ფესვები. კარგი, რუსი ვარ
და მე მათავისუფლებენ ფაშისტებისგან? მაგრამ როგორ აკეთებენ ამას?
დავკარგე ოჯახი, დავკარგე სახლი, მომიწია უკრაინის დატოვება. ასე
მათავისუფლებენ ფაშიზმისგან? ამას ჰქვია გათავისუფლება? მე ხომ არ
ვიმეორებ უკრაინული საინფორმაციოდან მიღებულ ინფორმაციას, რადგან არ
გჯერათ, რასაც უკრაინული მედია ამბობს, მე არ ვაკომენტარებ რუსულ
საინფორმაციოებს, რომლებისაც ასე მტკიცედ გწამთ. მე გიყვებით რაც ჩემი
თვალით დავინახე, რაც განვიცადე, მაგრამ ისინი მპასუხობენ: არა, ისინი
რუსები ა რ ყოფილან, ისინი გადაცმული უკრაინელები იყვნენ. რუსები
ფაშისტებისგან იცავენ ადამიანებს ... მაგრამ ფაშისტები აღმოჩნდნენ
რუსები", - ამბობს ტატიანა.
ბუჩა რუსი ოკუპანტებისგან 3 აპრილს გათავისუფლდა.
ქალაქში შესულ უკრაინულ ჯარს საშინელი ვითარება დახვდა. ასობით
დახოცილი, გაუპატიურებული და ნაწამები ადამიანი. ნაწამები ბავშვები და
მიწასთან გასწორებული ქალაქი.
ვიდეოში გამოყენებულია მაქს მიხაილენკოს ფოტოები.
ასევე, ფოტოები ინტერნეტიდან
არის საქართველო და არსებობს პარალელური საქართველო, სადაც
საქართველოს მოსახლეობის მეოთხედი ცხოვრობს. პარალელური საქართველო
მთელ მსოფლიოშია გაბნეული, თუმცა მთავარ საქართველოსთან კავშირს არ
წყვეტს. "ავთენტური საქართველო" მისი მიზიდულობის ცენტრად რჩება.
მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ათწლეულების განმავლობაში არ/ვერ
დაადგას მის მიწაზე ფეხი.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები