,,იოცნებე ახლა, წადი მოგვიანებით“ – პანდემიაგამოვლილი ტურიზმის პერსპექტივა
20:00 / 30.03.2021
,,Dream Now, Go Later - იოცნებე
ახლა, წადი მოგვიანებით", –ამ სლოგანით გამოაქვეყნა ერთ–ერთმა ყველაზე
გავლენიანმა საერთაშორისო გამოცემამ National Geographic - მა
2021 წლის 25 არაორდინალური ტურისტული მიმართულება. ქვეყნებს შორის,
რომლებსაც სტუმრები პოსტპანდემიურ პერიოდში უნდა ეწვიონ,
საქართველოცაა.
განმსაზღვრელი კრიტერიუმები შემდეგი იყო:
ბუნება, თავგადასავალი, კულტურა, მდგრადობა, უსაფრთხოება და ოჯახი.
საქართველო, კერძოდ სვანეთი, თავგადასავლების კატეგორიაში
მოხვდა.
ტურიზმის სფეროს სპეციალისტების აზრით,
პანდემია ტურიზმისეკოლოგიურ სახეობებს წამოსწევს
წინ და ტურისტებისთვის მჭიდროდ დასახლებული მეგაპოლისების ნაცვლად,
ბუნება, სუფთა ჰაერი და უსაფრთხო გარემო იქნება
პრიორიტეტული.
ემზადებიან თუ არა ტურიზმის სფეროს
წარმომადგენლები იმერეთში იმ დროისთვის, როცა უცხოელები დღევანდელი
ოცნების ასრულებაზე იზრუნებენ? რას აკეთებს ჩავარდნილი ტურიზმის
გასაცოცხლებლად ადგილობრივი ხელისუფლება?
იმერეთში კორონავირუსის პანდემიამ ტურისტული
ინდუსტრია შეაჩერა და ასობით ბიზნეს ობიექტი გააკოტრა, მაგრამ ზოგმა
მოახერხა და სწორედ ეს პერიოდი გამოიყენა ახალი წამოწყებისთვის.
იმერულ სოფელ ქვილიშორში, სწორედ პანდემიის პირობებში დაასრულეს
ტურისტებისთვის გათვლილი კომპლექსის მშენებლობა.
კომპლექსი, რომელიც „ღვინის მუზეუმს“, სასტუმროს,
კვებისა და დასვენების სივრცეებს აერთანებს, ქართული ღვინისა და
კულტურის პოპულარიზაციას ემსახურება. ღვინის მუზეუმი, რომელსაც
საქართველოში ანალოგი არ აქვს, გიგანტური ქვევრის ფორმის ნაგებობაშია
განთავსებული.
ქვევრის მუზეუმი სოფელ
ქვილიშორში
პირველ სართულზე არქეოლოგიური გათხრების დროს
აღმოჩენილი თიხის არტეფაქტების მაღალმხატვრულ დონეზე შესრულებული
ზუსტი ასლებია წარმოდგენილი. იქვეა დასავლეთ საქართველოს სოფლებში
შეგროვებული ხისგან დამზადებული ნივთები, რომელსაც ღვინის
საწარმოებლად იყენებდნენ ძველი დროის იმერეთში.
მუზეუმის ერთ კუთხეში მცირე ზომის სადეგუსტაციო სივრცეა, სადაც
ქვევრებში ჩასხმული ადგილობრივი წარმოშობის ღვინოების
დაჭაშნიკება ვიზიტორებს უფასოდ შეეძლებათ.
მუზეუმის მეორე სართულზე ღია ტერასაა. იქ, ტურისტულ სეზონზე,
ფოლკლორული მუსიკის ფესტივალები და სხვა კულტურული ღონისძიებები
გაიმართება.
,,რა შეიძლება იყოს ახალი, საინტერესო და უსაფრთხო? ეს გახლდათ ჩვენი
მთავარი იდეა. მართალია, პანდემიის დროს მშენებლობაგაჭირდა, იყო ბევრი
ტექნიკური პრობლემა, სამშენებლო მასალების მოწოდების
თვალსაზრისით,თუმცა სწორედ ამ პერიოდმა გვაჩვენა ბევრი რამ
იდეურად. მაგალითად, ის, თუ რა იქნებოდა მნიშვნელოვანი სამომავლოდ.
ღია სივრცე და ტერასები დისტანციის დაცვის შესაძლებლობას იძლევა
და სტუმრებსაც მეტი უსაფრთხოების განცდა
ექნებათ“, – ამბობს ,,ღვინის მუზეუმის“ ერთ–ერთი მეპატრონე,
თამარ მერკვილაძე და ტურისტული სეზონის გახსნას ზაფხულიდან
ელოდება.
უსაფრთხოება რომ ტურისტის
მთავარი მოთხოვნა იქნება, ამასტურიზმის სფეროს სპეციალისტებიც
ადასტურებენ.
,,კორონავირუსის პანდემია მთლიანად შეცვლის ტურისტულ სექტორს.
გამოცოცხლება შიდა ტურიზმით დაიწყება, ანუ, ტურისტები იმოგზაურებენ
ქვეყნის საზღვრებს შიგნით. ამიტომ, ამ ბაზრის წარმომადგენლებმა ახლავე
უნდა გადააწყონ თავისი ბიზნესი ამ მიმართულებით. ახალი მოთხოვნების
გათვალისწინებით მოამზადონ ახალი ტურისტული პროდუქტი. ამით
იხსნება ტურიზმის ახალი შესაძლებლობებიც. ძნელი გამოსათვლელი არ არის
ისიც, რომ პანდემიის პირობებში კიდევ უფრო პოპულარული გახდება
კემპინგები, კარვები, აგროტურიზმი და
ეკოტურიზმი”, – ამბობს ქუთაისის აკაკი წერეთლის
უნივერსიტეტის დოქტორი, ტურისტული გიდი ცირა ხაბურძანია.
პანდემიამდე დიდი ხნით ადრე
გამოიცნო ტურიზმის მომავალი იმერულ სოფელ გელათში აგროსახლ ,,ქორენას"
მეპატრონე მაიკო კეზევაძემ. მან აგრომეურნეობაჯერ კიდევ 2007 წელს
წამოიწყო.
კეცის მჭადის ცხობის პროცესი "ქორენაში" - 2018
წელი
,,თავიდან ყველა
სკეპტიკურად უყურებდა ჩვენს წამოწყებას, აქ ვინ ჩამოვაო, მაგრამ
შეიცვალა შეხედულებები. ყველას იზიდავს ბუნება, ძველი იმერული ოდა
სოფლად, ადგილზე მოყვანილი, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებით
მომზადებული იმერული კერძები. ეს ყველაფერი პანდემიამდეც ძალიან
მოსწონდათ ტურისტებს, თუმცა როგორც სხვაგან, ჩვენთანაც ერთ წუთში
გააქრო ვიზიტორები კორონავირუსმა. იზოლაციის პერიოდში მუშაობა არ
შეგვიწყვეტია. რამდენიმე სათბური მოვაწყვეთ. ვეცადეთ იძულებითი პაუზა
ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლადაც გამოგვეყენებია, რათა ჩვენს
სტუმრებს სიახლეები შევთავაზოთ. ამ ყველაფერში ის ადამიანები
გვეხმარებიან, რომლებიც ჩვენთან არიან დასაქმებულნი. ამით შევეცადეთ
შეგვენარჩუნებინა ისინი და შემოსავლის გარეშე არ დაგვეტოვებინა. რაც
მნიშვნელოვანია, ვცდილობთ ყველაფერი უსაფრთხოების მოთხოვნებს და
დაწესებულ რეგულაციებს მოვარგოთ"- აცხადებს კეზევაძე.
კერძო პირებისგან განსხვავებით, ხელისუფლებამ პანდემიის პერიოდი
სათანადოდ არ გამოიყენა და ტურისტული ინფრასტრუქტურის
მოსაწესრიგებლად, იშვიათი გამონაკლისის გარდა, იმერეთში ბევრი
ვერაფერი გააკეთა. ჯერჯერობით არავინ იცის როდის დასრულდება ტურისტული
თვალსაზრისით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტის, გელათის სამონასტრო
კომპლექსში მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოები იქ დაშვებული
შეცდომების გამო. სახელმწიფო სტრუქტურათა მხრიდან არასათანადო
ყურადღებამ და პროფესიონალ რესტავრატორთა შენიშვნების იგნორირებამ, ეს
უნიკალური ძეგლი განადგურების საფრთხის წინაშე დააყენა.
გელათის ღვთისმშობლის ტაძარი
ხარაჩოებში
სამონასტრო
კომპლექსში სარესტავრაციო სამუშაოები 2013 წელს ამერიკის საელჩოსა და
მსოფლიო ბანკის დაფინანსებით დაიწყო.
სარესტავრაციო სამუშაოების შემდეგ
ტაძარზე ხარვეზებმა იჩინა თავი და შუა საუკუნეების ნაგებობის
უნიკალური ფრესკები სახურავიდან ჩასულმა წვიმამ დააზიანა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ამაზე პასუხისმგებლობა
სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას დააკისრა და განმარტა, რომ
სახურავი ცუდი ხარისხის კრამიტით მოაპირკეთეს.
ხარაჩოებში მოქცეული ღვთისმშობლის სახელობის
ტაძარზე დროებითი გადახურვა მოეწყო, თუმცა წყლის ჩადინების შეჩერება
მაინც ვერ მოხერხდა და სპეციალისტები ისევ ხარვეზების გამოსასწორებლად
ხარაჩოებზე ავიდნენ.
გელათის სამონასტრო კომპლექსში დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად,
კიდევ რამდენიმე მილიონი ლარის დახარჯვა იქნება საჭირო, ოღონდ ამჯერად
სახელმწიფოს ბიუჯეტიდან.
სამონასტრო კომპლექსი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში 1994 წელს
ბაგრატის ტაძართან ერთად შეიტანეს, თუმცა, ბაგრატზე განხორციელებული
სამუშაოების შემდეგ იგი ნუსხიდან ამოიღეს და საფრთხის შემცველ ძეგლთა
სიაში გადაიტანეს. 2017 წელს, ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ, გელათის
მონასტერი ისევ დააბრუნეს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა
სიაში.
ხელისუფლებას არ დაუწყია არაერთხელ დაანონსებული მე-19 საუკუნის
რიონისპირა განაშენიანების აღდგენის პროცესი. ეს ადგილი, ტურისტული
ინტერესის თვალსაზრისით, უნიკალურია ქუთაისისთვის.
რიონისპირა სახლები
ქუთაისში
დაპირებად დარჩა კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების
გალერიის გაფართოება და შეკეთება, ისევე როგორც, მესხიშვილის და
ოპერის თეატრებში დაგეგმილი სარესტავრაციო სამუშაოების
ჩატარება.
ხელისუფლება აღარც ებრაული უბნის მასშტაბურ
რეკონსტრუქციაზე საუბრობს, რომელიც უდავოდ გაზრდიდა ქუთაისით
დაინტერესებულ ვიზიტორთა რაოდენობას.
მართალია, ბოლო ერთი წლის განმავლობაში,
ქუთაისში დაგეგმილი ტურისტული პროექტების უმრავლესობა გაურკვეველი
დროით გადაიდო, თუმცა არსებობს იშვიათი გამონაკლისებიც.
ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე, რომლის დასრულებაც
პანდემიის პირობებში მოხერხდა, ვანის არქეოლოგიური მუზეუმის
რეკონსტრუქციაა. 20 მილიონიანი პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით
განხორციელდა.
პროექტის ფარგლებში, 35 წლის შემდეგ პირველად
განახლდა ძველი საგამოფენო სივრცეები და მოეწყო ახალი. შეიცვალა
მუზეუმის გარე ინფრასტრუქტურაც.
განახლებული ვანის არქეოლოგიური
მუზეუმი
განახლებულ
ექსპოზიციაში ვანის ტერიტორიაზე აღმოჩენილი უძველესი არტეფაქტებია
წარმოდგენილი.
ვანის არქეოლოგიური მუზეუმის
ექსპონატები
ხელისუფლებამ, პანდემიის პირობებში, კიდევ ერთი პროექტი
განახორციელა. ახლა ცხრაჯვარის სალოცავთან მისასვლელი გზა
არსებობს.
ზღვის დონიდან 1500 მეტრზე, ტყიბული-ამბროლაურის საზღვარზე, ნაქერალას
უხელტეხილზე მცირე ზომის სალოცავია აღმართული. ცხრაჯვარის უმაღლესი
წერილიდან კოლხეთის დაბლობზე ულამაზესი ხედი იშლება. წლების
განმავლობაში, ეს ადგილი ტურისტების ინტერესს იწვევდა, თუმცა
მისასვლელი გზის არარსებობის გამო, ვიზიტორების დიდი ნაწილი მის
მონახულებას ვერ ახრხებდა.
3,5 კილომეტრიანი გზის რეკონსტრუქციის სამ მილიონიანი პროექტი
რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს
მუნიციპალური განვითარების ფონდს ეკუთვნის.
ცხრაჯვარის სალოცავთან მისასვლელი
გზა
რამდენიმე ინფრასტრუქტურული
პროექტის განხორციელების, თუ ახალი ბიზნესობიექტის ამოქმედების
მიუხედავად, ტურიზმთან მიბმული კიდევ ერთი სექტორი- სასტუმრო
ბიზნესიისევ უფუნქციოდ რჩება.
სასტუმროების დიდი ნაწილი ქუთაისში დღემდე
დაკეტილია. ნაწილი მართალია მუშაობასაგრძელებს, თუმცა მხოლოდ ქალაქში
სტუმრად მყოფ ჩვენივე თანამემამულეებს მასპინძლობს. ეს ბიზნესს მხლოდ
პერსონალის ნაწილობრივ შენარჩუნების საშუალებას აძლევს და აღარც
მოგებაზეა ორიენტირებული.
ორიენტირებული
"მიუხედვად არსებული მდგომარეობისა, გადავწყვიტეთ სასტუმროს გახსნა.
შესაბამისად, ჩვენთან დასაქმებული პერსონალი დაუბრუნდა სამუშაო
ადგილს. მაგრამ ჯერ კიდევ გაურკვეველია მომავალი, რაც უამრავ
ფაქტორთანაა დაკავშირებული. კერძოდ, აცრებთან, ქვეყნის
პოზიციონირებასთან საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე და ბიზნესის უნარზე,
რამდენად დაძლევს ახალ გამოწვევებს", – ამბობს ქუთაისში სასტუმრო
"სოლომონის" მენეჯერი მერაბ გოგონაძე.
იმისთვის, რომ სასტუმროებმა მუშაობის გაგრძელება
შეძლონ, სახელმწიფომ კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას და კონკრეტული
სამოქმედო გეგმა შეიმუშაოს, ასე ფიქრობს მასპინძელი ბიზნესის
წარმომადგენელი.
,,მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო დაგვეხმარა
თანამშრომელთათვის კომპესაციების გაცემასა და ბანკებთან პროცენტის
ნაწილში, მაგრამ აუცილებელია ცხადი იყოს ინფორმაცია, თუ როდის
განახლდება ფრენები. სწორედ არაინფორმირებულობა აგდებს ცუდ დღეში
ბიზნესს.ის, რომ გეგმა აქ გვაქვს, ეს ფაქტი ასევე ზიანს აყენებს
სახელმწიფოს საერთაშორისო რეპუტაციას. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე
სასტუმროების დატვირთვაზე ნაადრევია საუბარი, მაგრამ იმედი მაქვს, რომ
2021 წლის ზაფხული აღდგენის და გამოღვიძების დასაწყისი
იქნება."
სასტუმრების მეპატრონეების მსგავსად,
გაურკვევლობაში არიან ტურისტული სააგენტოები და ტურიზმის სფეროში
დასაქმებულებიც.
ტუროპერატორები და მძღოლები, რომელთა
შემოსავალიც უცხოელი ვიზიტორების მასპინზლობაზე იყო დამოკიდებული,
დღეს ან უმუშევრთა რიგებს შეუერთდნენ, ან სხვა მიმართულებით ცდილობენ
დასაქმებას.
"ტურიზმი ჩემი ოჯახის მთავარი შემოსავლის წყარო
იყო. ამ ბიზნესში წლებია ჩართული ვართ და შესაბამისად, გვქონდა
კავშირები უცხოეთსა, თუ ქვეყნის შიგნით. პანდემიამ ეს ყველაფერი
გააჩერა და,ალბათ, წლები დაგვჭირდება იგივე მასშტაბზე რომ გავიდეთ.
დღესაც არის დაინტერესება უცხოეთიდან, მაგრამ ჩვენი ქვეყნის
შეზღუდვები აფრთხობს აქ ჩამოსვლის მსურველებს. ეს ყველაფერი
ფინანსურად აისახა ჩემს ოჯახზე. გვქონდა გარკვეული გეგმები, მაგრამ
ყველაფერი შევაჩერეთ და ქამრების შემოჭერა მოგვიწია. ახლა მთავარი
მიზანია დავძლიოთ ეს კრიზისი", – ამბობს ტურისტული გიდი დავით
ფოცხვერაშვილი.
დავითის მდგომარეობაში ბევრი აღმოჩნდა.
ბუნდოვანი პერსპექტივა მათ არა მხოლოდ პროფესიის შეცვლაზე ფიქრს
აიძულებს. დავითის აზრით,გამოსავალი მთავრობის მხრიდან თანმიმდევრული
და სწორი გადაწყვეტილებების მიღებაშია.
,, პანდემიის გარკვეულ ეტაპზე
შეიძლებოდაშეზღუდვების შემსუბუქება. ბევრი კომპანიისთვის ეს სამაშველო
რგოლივით იქნებოდა და არ მოხდებოდა მათი ჩაძირვა. ფაქტია, რომ ტურისტი
ჯერჯერობით არ ჩანს, ამიტომ ძალაუნებურად გიწევს სხვა პროფესიაზე
ფიქრი. მომავალი გაურკვეველია, ამიტომბევრი ემიგრაციაზეც ფიქრობს.
არადა, ტურიზმის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე შრომისმოყვარე და
ინტელექტუალური ადამიანები იყვნენ დასაქმებული იმერეთში. ბევრ ჩემ
კოლეგას საბანკო ვალდებულებები აქვს აღებული. მათი გადავადება და
რესტრუქტურიზაციაც დიდი დახმარება იქნებოდა სახელმწიფოს მხრიდან.
თუმცა ყველაზე დიდი დახმარება მაინც ისაა, მოგვცენ საშუალება, ჩვენ
თავს თვითონვე მივხედოთ, როგორც ამას პანდემიამდე
ვაკეთებდით".
რამდენია ზარალი, რაც იმერეთმა ტურიზმის
შეჩერებით მიიღო, ამაზე კონკრეტული პასუხი არ აქვთ ქუთაისის ტურიზმის
საინფორმაციო ცენტრში.
"რეგიონალურ დონეზე ზარალის დათვლის მზა
ალგორითმი, რა თქმა უნდა, არ არსებობს, თუმცა, გამომდინარე იმ
მოცემულობიდან, რომელიც გაცხადებული იყო ტურიზმის ეროვნული
ადმინისტრაციის მიერ და რომლის მიხედვით 2019 წელს შემოსავალი
საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენდა 3.3 მილიარდ
დოლარს, ცალსახაა, რომ ზარალი უზარმაზარია,"– ამბობს ტურიზმის
საინფორმაციო ცენტრის, DMO იმერეთი - ის დირექტორი, ტატო
ლილუაშვილი.
ორგანიზაციისთვის პრიორიტეტად რჩება კერძო
სექტორის ხელშეწყობა მათი პროფესიული გადამზადების
თვალსაზრისით.
,,მარკეტინგული აქტივობები. ეპიდსიტუაციიდან
გამომდინარე, საერთაშორისო ბაზრებზე მუშაობა, ინფოტურების მოწყობა,
ციფრული მარკეტინგი, პოლიგრაფიაზე მუშაობა, მომსახურეობის სერვისების
გაუმჯობესება, ასევე ეპიდსიტუაციიდან გამომდინრე, მცირე ფესტივალებისა
და ღონისძიებების მოწყობა- ესაა ჩვენი აქტივობა დღეს", - ამბობს
ლილუაშვილი.
საქართველოს ტურიზის ეროვნული ადმინისტრაცია ეკო
და აგროტურიზმის სტრატეგიის მომზადებას უახლოეს პერიოდში აპირებს.
პარალელურად, საქართველოს მიზნობრივ ტურისტულ ბაზრებზე
სათავგადასავლო, ეკო და გამაჯანსაღებელი ტურისტული პროდუქტების
პოპულარიზაციას საერთაშორისო მედია პლატფორმების გამოყენებით
გეგმავს.
პოსტკოვიდურ პერიოდში მოგზაურები განსაკუთრებულ
მნიშვნელობას ანიჭებენ უსაფრთხო ტურისტულ შემოთავაზებებს და სულ უფრო
აქტუალური ხდება ისეთი ტურისტული პროდუქტები, როგორიცაა:
სათავგადასავლო, ეკო, აგრო და გამაჯანსაღებელი
მიმართულებები.
საქართველოში გამაჯანსაღებელ ტურიზმს და
სამკურნალო კურორტებს დიდი პოტენციალი აქვს. ჩვენ კერძო სექტორთან
ერთად ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას ვიწყებთ, რომ ერთი მხრივ
საჭირო ტურისტული პროდუქტი შევთავაზოთ მოგზაურებს და მეორე მხრივ
საერთაშორისო ბაზარზე ჩვენი გამაჯანსაღებელი კურორტების პოზიციონირება
მოვახდინოთ",- ამბობს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის
მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი.
ზუსტად რა ვადაში გადაეწყობა ტურიზმის სექტორი
ახალ მოთხოვნებზე, უცნობია. ტურისტული სეზონი კი, პროგნოზით, 2021
წლის გაზაფხულიდან დაიწყება.
,,სახელმწიფოს როლია, დროულად მოახდინოს ქვეყნის
პოზიციონირება საერთაშორისო ბაზარზე და მალე დაგეგმოს ისეთი
სივრცეები, ქალაქები, სოფლები და ადგილები, სადაც მაქსიმალურად
უსაფრთხოდ მიიღებს და დააკავებს ტურსტებს საქართველოში", - ამბობს
წერეთლის უნივერსიტეტის დოქტორი ცირა ხაბურძანია.
საქართველო საერთაშორისო ბაზარზე პოზიციონირება
დააგვიანდა. ამის მიუხედავად, ქვეყანა მაინც მოხვდა მსოფლიოს 25
საუკეთესო მიმართულებებს შორის. თუ აქტიური მუშაობის შესახებ ტურიზმის
ეროვნული ადმინისტრაციის დაპირება ისეთივე ფუჭი არ აღმოჩნდება, როგორც
ბევრი ტურისტული პროექტი იმერეთში, შესაძლოა, რეგიონში ნამდვილად
განვითარდესეკო, აგრო და სათავგადასავლო ტურიზმი, იმ დროისთვის მაინც,
როცა "მოგვინებით წასვლის" დრო დადგება.
არის საქართველო და არსებობს პარალელური საქართველო, სადაც
საქართველოს მოსახლეობის მეოთხედი ცხოვრობს. პარალელური საქართველო
მთელ მსოფლიოშია გაბნეული, თუმცა მთავარ საქართველოსთან კავშირს არ
წყვეტს. "ავთენტური საქართველო" მისი მიზიდულობის ცენტრად რჩება.
მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ათწლეულების განმავლობაში არ/ვერ
დაადგას მის მიწაზე ფეხი.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები