მულტიმედია
სკოლაში დაბრუნება, ჩახუტება, ვირუსის მოშორება - რას სთხოვენ თოვლის ბაბუს პანდემიის ეპოქის ბავშვები?
FaceBook
თქვენი შვილები, დისშვილები, მეგობრის, თუ მეზობლის შვილები თოვლის ბაბუს წერილებს ძველებურად წერენ?


მათი სურვილები ისეთივეა, როგორიც 2019, 2018, ან კიდევ უფრო ადრეულ წლებში იყო?

პანდემია ბავშვებისთვის ნამდვილად არ რჩება შეუმჩნეველი. მეტიც, ისინი ხედავენ, ფიქრობენ, დარდობენ, იმახსოვრებენ და შემდეგ ამ ამბებს თოვლის ბაბუს უყვებიან.   

როგორც აღმოჩნდა, პანდემიამ ბავშვების ნაწილს სურვილები ,,მოჰპარა“. პატარებმა საჩუქრები გვერდით გადადეს და დიდებივით ფიქრი დაიწყეს.

ექვსმა პატარა გოგონამ იმერეთიდან, თავიანთი პანდემიური ისტორიები გაგვანდო და პირად წერილებშიც ჩაგვახედა.

ანასტასია

ანასტასიამ წელს პირველად არ დაწერა საახალწლო საჩუქრების სია. ახლა ყველაზე მეტად ის აინტერესებს, როგორ ცხოვრობს პანდემიის პირობებში თოვლის ბაბუ და ხომ არ აქვს ჯანმრთელობის პრობლემები.


ანასტასია ვერულაშვილი,7 წლის (ქუთაისი)

,,ნეტა თოვლის ბაბუ თუ იყო ავად? უბრალოდ მოვიდეს და დამენახოს, მეტი არაფერი მინდა. სხვა ახალ წლებს ჩუმად იმდენი თოჯინა დამიტოვა, წელსაც მეყოფა“.

ანასტასია მოხუც თოვლის ბაბუზე იმიტომ დარდობს, რომ იცის, კორონა ყველაზე მეტად ასაკოვან ადამიანებს ერევა, თორემ თავად ეს ვირუსი ორი თვის წინ დაამარცხა.

,,ჯერ მამას დაემართა კორონა, მერე მე. ჩემი ძმაც რომ ავად არ გამხდარიყო, ცალკე გადამიყვანეს. დიდხანს მოწყენილი ვიყავი ოთახში. არც ზღაპრების ყურება მინდოდა. ვერც ძმას ვეთამაშებოდი. მარტო დედა მოდიოდა. თავი მტკიოდა და სიცხე მქონდა. ახლა კარგად ვარ და ახალ წელს ველოდები. წელს არ იქნება ბევრი სტუმარი, მაგრამ მე და ჩემი ძმა მაინც ბევრს ვითამაშებთ“.

ანასტასიამ საახალწლო ნაძვის ხესთან თოვლის ბაბუს მოსაკითხი ბარათი დაუტოვა და მისგან საპასუხო შეტყობინებას ზუსტად 31 დეკემბრის 12 საათზე ელის.



მარიამი

წითელი სათამაშოებით მორთულ თეთრ ნაძვის ხესთან თოვლის ბაბუასთვის ორცხობილებსა და რძეს ტოვებს მარიამი. თანაც საგანგებოდ თეთრ კაბაში გამოწყობილი, რადგან ფიქრობს, რომ ახალ წელს ყველა განსაკუთრებულად ლამაზი უნდა იყოს.


მარიამ აფხაძე , 7 წლის (წყალტუბო)

,,ყველაზე მეტად ახალ წელს, ალბათ, თოვლის ბაბუა დაიღლება, რადგან ჩემსავით ბევრი მოწყენილი ბავშვი უნდა გაახაროს, ამიტომ ნაძვის ხესთან ტკბილეული უნდა დავუტოვო“.

მარიამმა საჩუქრებზეც ბევრი იფიქრა, მაგრამ რადგან მაღაზიები დაკეტილია, გადაწყვიტა დაღლილ თოვლის ბაბუს საქმე არ გაურთულოს და იმას დასჯერდეს, რასაც აჩუქებს.



მარიამი პირველ კლასშია და ისე როგორც პანდემიის ეპოქის სხვა ბავშვებს, ყველაზე მეტად გარეთ თამაში ენატრება. მართალია, კორონავირუსამდე ადრიანად გაღვიძება და სკოლისთვის მომზადება რთული ეჩვენებოდა, მაგრამ თუ ეს დროც ახლა დადგება, ამბობს რომ ყველაზე ადრე წამოხტება ლოგინიდან.

,,სახლში სკოლა არ მომწონს, მასწავლებელი და ბავშვები ძალიან მიყვარს. სკოლაში რომ ვერ მივდივარ კორონავირუსის ბრალია“.


ნინი

კორონავირუსმა ,,დააშავა“ ნინისთანაც. სხვა ბავშვებივით,ის უკვე ოთხი თვეა სკოლაში ვერ დადის.

პანდემია მისთვის ერთფეროვნებაა, რადგან სკოლის, მუსიკის და ცეკვის გაკვეთილებიც ერთ ოთახში, ერთ კომპიუტერთან უტარდება. მხოლოდ ონლაინ ხედავს თანატოლებსაც.

პანდემიურ ერთფეროვნებას ნინი ბოლო დროს ვიოლინოს შესწავლით დაუპირისპირდა და ამბობს რომ სკოლაში დაბრუნების იმედით, მაინც გულმოდგინედ მეცადინეობს.


ნინი ყანჩაველი, 10 წლის (წყალტუბო)

ნინის აზრით, კორონავირუსი ახლობელ ადამიანებს ერთმანებისგან შორს ყოფნას აიძულებს, ამიტომ, მისი საახალწლო სურვილი პანდემიის დასრულებას უკავშირდება.



მარიამი

11 წლის მარიამ ჭულუხაძე ტელევიზორში ხშირად ხედავს ამბებს პანდემის დროს გაღარიბებულ ოჯახებზე და იმაზე, რომ თურმე შესაძლოა, ბევრი ბავშვი დარჩეს მშიერი. ამ მიზეზით მარიამის საახალწლო სურვილებიდანაც გაქრა სათამაშოები და მისი ოცნებაც მხოლოდ სხვა პატარების კეთილდღეობაა.



,,ძალიან მოვიწყნე სახლში. ვერც სპორტზე დავდივარ და ვერც ხატვაზე. ყველაფერი ონლაინ არის და აღარ მინდა პანდემია“.

მარიამ ჭულუხაძე 8 წლის, (ზესტაფონი)

ანნა

ანნას ყველაზე მეტად ის აინტერესებს როდის მისცემენ მშობლები უფლებას მეგობრებთან ერთად ითამაშოს. იცის, რომ ამის მიზეზი პანდემიაა, მაგრამ კითხვაზე, როდის მთავრდება ეს ვირუსი, პასუხი არავის აქვს...


ანნა ჩიტორელიძე, 8 წლის (ვანი)

,,გაკვეთილებს რომ მოვრჩებით მე და ჩემი ძმა ვთამაშობთ. ფურცლებს ვჭრით, ვხატავთ, ველოსიპედით ვსეირნობთ, მაგრამ მხოლოდ ეზოში და ისიც ცოტა ხნით. გარეთ დიდხას არ გვიშვებენ, ვერც მეზობლად სათამაშოდ მივიდვართ. მეგობრები გვენატრება. სულ სახლში ვართ. მჯერა, რომ თოვლის ბაბუა ლაპანდიიდან ჩამოვა და ყველა ვირუსს გააქრობს“.



ინა

კორონავირუსმა ინასაც შეუცვალა გეგმები. ის სწორედ პანდემიის გამო ვეღარ შეხვდება ახალ წელს ემიგრანტ დედასთან ერთად იტალიაში.



,,მე და მამა უნდა წავსულიყავით და ერთად გვეზეიმა. იმდენს ვოცნებობდი, მაგრამ ვირუსის გამო ვერც იქ ჩავდივარ, ვერც სკოლაშიც დავდივარ. ყველა მენატრება, ძალიან მომწყინდა“. 



თუ ამ წერილებით ვიმსჯელებთ, პანდემიამ, თავისი ვერაგი ბუნებით, ბავშვებს სათამაშოები ,,დაავიწყა“.

თოვლის ბაბუს საჩუქრების შესაგროვბლად წელს დიდი ხურჯინი არ დასჭირდება, მას ბავშვების განწყობაზე ზრუნვა და ყველაზე რთულად შესასრულებელი ოცნების ახდენა მოუწევს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბო შეპირებების „ჰაბია“.
16:21 / 09.10.2024
წყალტუბო შეპირებების „ჰაბია“.

არის საქართველო და არსებობს პარალელური საქართველო, სადაც
საქართველოს მოსახლეობის მეოთხედი ცხოვრობს. პარალელური საქართველო
მთელ მსოფლიოშია გაბნეული, თუმცა მთავარ საქართველოსთან კავშირს არ
წყვეტს.
16:10 / 03.08.2024

არის საქართველო და არსებობს პარალელური საქართველო, სადაც საქართველოს მოსახლეობის მეოთხედი ცხოვრობს. პარალელური საქართველო მთელ მსოფლიოშია გაბნეული, თუმცა მთავარ საქართველოსთან კავშირს არ წყვეტს. "ავთენტური საქართველო" მისი მიზიდულობის ცენტრად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ათწლეულების განმავლობაში არ/ვერ დაადგას მის მიწაზე ფეხი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.