მულტიმედია
ხელის თხოვნა ღია ცის ქვეშ და პანდემიას გადარჩენილი ბიზნესი
FaceBook
ახალმა კორონავირუსმა ტურისტული სექტორი დიდი გამოწვევების წინაშე დააყენა.

საზღვრების ჩაკეტვამ და მკაცრმა რეგულაციებმა, მომსახურების სფეროში ჩართული ადამიანები შემოსავლის გარეშე დატოვა.

ქუთაისში, ჭოხონელიძეების ოჯახი, რომელსაც უკვე ექვსი წელია საოჯახო ტიპის სასტუმრო აქვს, ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ერთ დღესაც მისი დახურვა მოუწევდა, თუმცა, ვირუსმა, რომელიც მთელი მსოფლიოს პრობლემად იქცა, მოულოდნელად ყველაფერი შეცვალა. შეცვალა ჭოხონელიძეების გეგმებიც და უფრო მეტიც, უარი ათქმევინა იმ ახლადდაწყებულ ბიზნესზეც, რომელზეც დიდ იმედებს ამყარებდნენ.

ექვსწლიანი წარმატებული საქმიანობის შემდეგ, ჯუნამ მეუღლესთან და შვილებთან ერთად გადაწყვიტა, ქუთაისთან ახლოს, საკუთარ აგარაკზე კოტეჯები აეშენებია, სადაც ტურისტები ბუნებაში, სუფთა ჰაერზე დასვენებას შეძლებდნენ. აგარაკზე დადგეს ხის კოტეჯები, მოაწყვეს ინფრასტრუქტურა, სამზარეულო თავისი ბარით, ეზოში დაკიდეს ჰამაკები, დადგეს მოსასვენებელი სკამები და შექმნეს სასიამოვნო გარემო. ეს ყველაფერი ახალი ტურისტული სეზონისთვის მოამზადეს, თუმცა, საზღვრების ჩაკეტვის გამო, ახალმა ბიზნესმა მუშაობის დაწყებაც კი ვერ მოასწრო. ტურისტების არარსებობის გამო, ორივე ბიზნესი გაჩერდა.

,,ექვსი წლის განმავლობაში ვიღებდით სტუმრებს საოჯახო სასტუმროში, ყველაფერი კარგად მიდიოდა. შემდეგ გადავწყვიტეთ კოტეჯების გაკეთება. მოვაწყვეთ ინფრასტრუქტურა, ავაშენეთ ყველაფერი, დიდი იმედით ველოდით ტურისტებს და დაიწყო კორონაც. გაჩერდა ჩვენი ორივე ბიზნესი და დავრჩით ასე".

კრიტიკული სიტუაციიდან ჭოხონელიძეები ოჯახის მეგობარმა გამოიყვანა, რომელსაც კორონავირუსის მიუხედავად, ხელის თხოვნის ცერემონიალის გადადება არ სურდა. გაჩნდა იდეაც და აგარაკი სადღესასწაულო ღონისძიებების მასპინძლად იქცა. მეგობარმა საგანგებოდ გაშლილი სუფრის, მუსიკის და საზეიმოდ მორთული ეზოს ფონზე საყვარელ ადამიანს ხელი სთხოვა. ამას მოჰყვა რამდენიმე დაბადების დღე, ქორწილი და სადღესასწაულო ღონისძიება. შემოსავლის გარეშე დარჩენილი ოჯახისთვის ეს კრიზისული შოკიდან გამოსვლას გავდა.


Cottages in Nature - ასე ჰქვია ახალ მოსასვენებელ სივრცეს, რომლიც ოჯახისთვის ტურისტულ–სამომხმარებლო სფეროში პანდემიით გამოწვეული სტრესისგან თავის დაღწევის იმედად იქცა.
ყვავილებიანი ეზო, ჰამაკები, ხის კოტეჯები ახლა ოჯახურ, მეგობრულ გარემოში დასვენებისა და გართობის ერთ-ერთი კარგი საშუალებაა.







ახალ საქმეში გადამწყვეტ როლს კოვიდწესები თამაშობს. სტუმრების მისაღებად რეგულაციების დაცვა აუცილებელია. მათი განთავსება მაგიდებთან დისტანციის დაცვით და შეზღუდული რაოდენობით ხდება.

,,მე ექიმი ვარ და პირველ რიგში მე მომეთხოვება, რომ დავიცვა უსაფრთხოების წესები. ვაკეთებთ ისე, რომ დისტანცია იყოს დაცული და მაგიდები ახლოს არ იდგეს, ასევე, ხალხის რაოდენობაც არ იყოს ბევრი. 20 ადამიანზე მეტს არ ვიღებთ და ვცდილობთ კომფორტულთან ერთად უსაფრთხო გარემო გვქოდეს".

ჯუნა ამბობს, რომ სიახლეები მათ საქმიანობაში ამით არ სრულდება. უნდათ, რომ მათი ახალი საქმე სხვებისთვისაც გახდეს შემოსავლის წყარო და თანამშრომლებიც აიყვანონ.

,,მე ოპტიმისტი ვარ და მჯერა, რომ მომავალი გაცილებით უკეთესი იქნება და ვირუსსაც მოვერევით. დარწმუნებული ვარ, მომავალ სეზონზე უცხოელ ტურისტებსაც მივიღებთ. ვგეგმავთ, ჩვენი პატარა ბიზნესით, როგორც შევძლებთ, დავასაქმოთ ადამიანები და მათაც შეძლონ თავიანთი ოჯახების რჩენა."

ახალი საქმიანობა ჯუნას და მისი ოჯახის წევრებისთვის, მომავალი ტურისტული სეზონისთვის აქტიურად მზადების მთავარ სტიმულად იქცა. ფიქრობენ, რომ თუკი ვირუსი უკან დაიხევს, შვიდი თვის წინ იძულებით დაკეტილ ჰოსტელსაც გახსნიან. მანამდე კი მეგობრულ გარემოში განსაკუთრებული თარიღების აღსანიშნავად მსურველებს ისევ ელოდებიან.


ავტორი: ანა ჯიქია




"მოცემული კონტენტი, საქართველოში აშშ-ის საელჩოს დაფინანსებით, IREX-ის მიერ განხორციელებული "საქართველოს მედია პარტნირობის პროგრამის" GMPP -ს მხარდაჭერით შეიქმნა. გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორის პოზიციას."
Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #კოტეჯები
მსგავსი სიახლეები
წყალტუბო შეპირებების „ჰაბია“.
16:21 / 09.10.2024
წყალტუბო შეპირებების „ჰაბია“.

არის საქართველო და არსებობს პარალელური საქართველო, სადაც
საქართველოს მოსახლეობის მეოთხედი ცხოვრობს. პარალელური საქართველო
მთელ მსოფლიოშია გაბნეული, თუმცა მთავარ საქართველოსთან კავშირს არ
წყვეტს.
16:10 / 03.08.2024

არის საქართველო და არსებობს პარალელური საქართველო, სადაც საქართველოს მოსახლეობის მეოთხედი ცხოვრობს. პარალელური საქართველო მთელ მსოფლიოშია გაბნეული, თუმცა მთავარ საქართველოსთან კავშირს არ წყვეტს. "ავთენტური საქართველო" მისი მიზიდულობის ცენტრად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ათწლეულების განმავლობაში არ/ვერ დაადგას მის მიწაზე ფეხი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.