მულტიმედია
გამოცანა: "ქუთაისი ქალაქია"- რისი თქმა სურს ხელისუფლებას და რა გაიგო საზოგადოებამ
FaceBook

სლოგანი - „ქუთაისი ქალაქია".

 

საიმიჯო კლიპი ქუთაისზე სახელწოდებით -  „გამოცანა“.

ქუთაისის, როგორც ტურისტული ქალაქის, ბრენდირების პროცესის შედეგები თუ პროდუქტები ასე გამოიყურება.







კლიპში, საქართველოს ისტორიიდან მნიშვნელოვან ფაქტებსა და მოვლენებზე ჰყვებიან, კლიპის პერსონაჟმა უნდა გამოიცნოს, რომელ ქალაქს უკავშირდება ეს ამბები.

Მანამდე  DMO Imereti- ს და "მილენიალ ჰაბის", ანუ სახელმწიფოსა და დაქირავებული კომპანიის წარმომადგენლებს დასჭირდათ „გამოცნობა“, რაზე გაკეთებულიყო აქცენტი ქუთაისის ბრენდირების პროცესში,რაც ჯამში 50 ათასი ლარი დაჯდა.

Აღნიშნული სამუშაოები დასრულდა, რის შემდეგაც ქუთაისს განვითარების სტრატეგია,ახალი ლოგო და  სლოგანი აქვს. რითაც მომდევნო რამდენიმე წელი თავს გააცნობს შიდა თუ გარე ტურისტს და რითაც იგი პოზიციონირდება  როგორც ბრენდი.

მსოფლიოს ყველა ტურისტული ქალაქი წარმოადგენს ბრენდს. Რომელიც მრავალი კომპონენტიდან იქმნება. Მნიშვნელოვანი ხდება გამოარჩიო ის „რაკურსი“, რომელიც ქალაქს ყველაზე საინტერესო კუთხიდან დაგანახებს.

„ქალაქის ბრენდირება არის პროცესი, რომელიც იკვლევს, სისტემაში  მოყავს და შემდეგ ავითარებს ქალაქში არსებულ ყველა ტურისტული განვითარებისათვის  საინტერესო რესურსს. სწორედ ამ რესურსების კრებითობა საბოლოო ჯამში აქცევს ამა თუ იმ დესტინაციას ბრენდად “,- Აღნიშნავს DMO Imereti- ს დირექტორი ტატო ლილუაშვილი.

ქუთაისი თვითპრეზენტაციას ამ ფორმით და ამ შინაარსით მოახდენს რაც ლოგოსა და სლოგანშია წარმოდგენილი და ნაგულისხმევი. ყოველ შემხვევაში ასე გადაწყვიტა DMO Imereti- ს გუნდისა და "მილენიალ ჰაბის" წარმომადგენლებმა.  ბრენდირებას წინ უძღოდა შეხვედრები ფოკუს ჯგუფებთან (სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან), ჩაღრმავებული ინტერვიუები, ტურისტების გამოკითხვა, ასევე გამოკითხვები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში.  დასკვნითი ვორქშოფი.

 

მიუხედავად ამისა ახალმა ლოგომ, სლოგანმა და ლოგოს ფერებმა ქუთაისელებში არაერთგვაროვანი განწყობები გააჩინა. შექმნა სხვადასხვა ასოციაცია, დაბადა ეჭვები, ცალსახა მოწონებები  თუ შერეული ემოციები.

„კარგი პროდუქტია. სადა, გემოვნებიანი. თემები დაემატება , რა პრობლემაა. მარტივად დასამახსოვრებელია “, -წერს ჟურნალისტი მაია ყუფარაძე სოციალურ ქსელში.

Ბრენდირება Შეფასდა წინგადადგმულ ნაბიჯად, თუმცა რიგ შემთხვევაში სლოგანის, ლოგოს და შერჩეული ფერების საკითხში საზოგადოების ერთმა ნაწილმა მოითხოვა მეტი დასაბუთება და განმარტება.

Შეიქმნა შთაბეჭდილება რომ აღნიშნული ბრენდი უფრო შიდა ბაზარზეა გათვლილი, ვიდრე საერთაშორისო ტურიზმის მიმართულებით.

„ზოგადი შეფასებით. როგორც მივხვდი არის მიმართული იმისკენ, რომ უფრო შიდატურიზმისკენ იხრება ქალაქი და რეგიონი. Ალბათ, ცდილობს ამით აწიოს ცნობადობა ჯერ შიდა ბაზარზე “, -ამბობს საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაციის თავმჯდომარე ლაშა ბერეკაშვილი.

Ასეთი განწყობა გააჩინა სლოგანმაც, რომელიც ქუთაისელების ნაწილის აზრით, არაფერს მისცემს უცხოელ ტურისტს და მხოლოდ ქართველ მომხმარებელში გააჩენს კონკრეტულ ასოციაციებს. უმეტეს შემთხვევაში არც თუ მორგებულს თანამედროვე ქუთაისის სახესთან.

„ქუთაისი რომ ქალაქია მას არ ჭირდება კიდევ დადასტურება. შეიძლებოდა რაღაც უფრო სხვა მიმართულებით ემუშავა ჯგუფს ვინც ქუთაისის სლოგანზე მუშაობდა“, - ამბობს ლაშა ბერეკაშვილი.
იგივეს იმეორებს ჟურნალისტი ხვიჩა ვაშაყმაძე. 

„ქუთაისი ქალაქია“ ამ სლოგანთან დაკავშირებით უფრო მეტი დასაბუთება მჭირდება რა უნდათ ამით თქვან?! Ის, რომ ქუათაისი ქალაქია ისედაც ცნობილია ამას ახლა თუ ვასაბუთებთ რომ ქუთაისი ქალაქია, მაშინ არ ვიცი რაღას უნდა ნიშნავდეს. Სლოგანს ასოციაციურად გადაჰყავხარ იმ ცნობილ სიმღერასთან „ქუთაისი ქალაქია ინდუსტრიის მშენებელი“, იმდენად არის გამჯდარი ეს სიტყვები, რომ ამის რაღაცით გადაფარვა რთული იქნება. Მითუმეტეს ვერ გავიგე როგორ უნდა ვთქვათ ეს უცხო ენაზე. Და Რატომ ვამტიცებთ, რომ „ქუთაისი ქალაქია“, უცხოელისთვის საერთოდ გაუგებარი იქნება“, - ამბობს ჟურნალისტი ხვიჩა ვაშაყამძე.

სხვა კონცეფციაზე საუბრობენ იდეის ავტორები.  Მათი თქმით სლოგანი „Ქუთაისი ქალაქია“ თავს უყრის ყველა იმ ნიშანს, ასოციაციას, ისტორიას რაც ქალაქს უკავშირდება მისი არსებობის მანძილზე და ამ ორ სიტყვას შორის უთმობს ადგილს, ან სათქმელის გაგრძელების საშუალებას აძლევს.

„ეს არის მოქნილი სლოგანი, რომელიც მუდმივად იცვლება და ჰყვება ახალ ამბავს. კონკრეტული ფაქტის, მოვლენის, განწყობის სახელწოდება ან რომელიმე პიროვნების სახელი შეიძლება მოიქცეს, როგორც სლოგანის შიგნით, ასევე იყოს მისი გაგრძელება. მაგალითად: ქუთაისი მუსიკის ქალაქია, ქუთაისი პოეზიის ქალაქია, ქუთაისი პირველი კინოს ქალაქია, ქუთაისი იშხნელების ქალაქია, ქუთაისი ქართული როკის ქალაქია  და ასე დაუსრულებლად“, - ამბობს ტატო ლილუაშვილი.

მისი თქმით, ბრენდირებაზე მომუშავე ჯგუფის მიზანი არ ყოფილა ახლის გამოგონება.

„ჩვენი მიზანი იყო შეგვექმნა ავთენტური და თემატურად შესატყვისი პროდუქტი, რომელიც ქართველების შემთხვევაში დანახვისთანავე აღძრავდა ნაცნობ ასოციაციებს, ხოლო უცხოელებს გაეცნობოდა ისეთი, როგორიც არის რეალურად. სლოგანის ინსპირაცია გახლავთ ცნობილი სიმღერა ქუთაისზე, რომლის ტექსტის უმეტესი ნაწილი გალაკტიონ ტაბიძეს ეკუთვნის, ხოლო მისამღერი, როგორც ამბობენ უცნობი ავტორისაა. ასევე რეზო გაბრიაძის ცნობილი ნაწარმოები " ქუთაისი ქალაქია". სიტყვათა ეს შეთანხმება პატარა დეტალთან გვირილა- სქოლიოსთან კომპლექსში არაჩვეულებრივი პროვაიდერი აღმოჩნდა იმ ბევრი სათქმელის გადმოცემაში, რომელიც ქუთაისის შესახებ შეგვიძლია ვთქვათ“, -  ამბობს ტატო ლილუაშვილი.

ქუთაისის შესახებ ჰყვებიან ფერებიც. ბრენდირებაზე მომუშავე ჯგუფმა შავი, თეთრი და ყვითელი შეაჩია, რამაც ასევე გააჩინა აზრთა სხვადასხვაობა.

„უფრო ცოცხალი ფერების მომხრე ვარ როდესაც სლოგანს ეხება საკითხი“, - ამბობს ხვიჩა ვაშაყმაძე.

„ქუთაისი მწვანე ქალაქია და რატომ ეს ფერები?!“, - კითხვას სვამს ლაშა ბერეკაშვილი.

Ამ კითხვას ასე პასუხობენ.

ბრენდის ფერები - შავი, თეთრი და ყვითელია. თეთრ ფურცელზე შავად დაბეჭდილი სიტყვები, რითაც  დიზაინერს ქალბატონ მანანა არაბულს მე-20 საუკუნის დასაწყისში  ქუთაისში განათლების, ლიტერატურისა და პოეზიის აღმავლობის განწყობა უნდოდა გადმოეცა, რომელიც დღემდე განუყოფელია ქალაქის არსთან და ხასიათთან. ყვითელი ფერი, ოქროს საწმისით, გელათის მოზაიკით და ფრესკებით, მზით - ჰელიოსით და გვირილებითაა შთაგონებული. ფერების კომბინაცია სადა და დახვეწილია“, - ამბობს ტატო ლილუაშვილი.

Ჰელიოსისა და გვირილებისგან განსხვავებით გაცილებით უფრო პროზაული საკითხები აწუხებთ ტურიზმის სექტორში ჩართულ პირებს. Მათი აზრით,როცა საქმე ქალაქის ბრენდირებას ეხება,Შეკვეთა უნდა მოდიოდეს ქვემოდან. კონკრეტულად ტურისტული სქტორიდან. Ის უნდა განსაზღვრავდეს მიმართულებებს და თამაშის წესებს ტურიზმის სფეროში. მათ შორის ქალაქების ბრენდირების საკითხში.  და არა პირიქით - ტურიზმი მოერგოს სახელმწიფოს შემოთავაზებულს.

„Მე როგორც ტურისტული სექტორის წარმომადგენელს  ქუთაისსა და იმერეთში მიმაჩნია რომ ამ ბრენდინგმა და სლოგანმა  რასაც აკეთებენ რომ ტურისტები მოიზიდონ უნდა იმუშაოს ჩვენზე, მისი წარმატება  არის ჩვენი წარმატება და მისი წარუმატებლობა არის ჩვენი წარუმატებლობა. Მაგრამ ასე ხდება, რომ პოსტ-ფაქტუმ უნდ ავეწყოთ იმაზე, რასაც გვთავაზობენ  უკეთესი იქნებოდა ჩვენ ვთავაზობდეთ მათ და ჩვენზე იყოს აწყობილი, კერძო სექტორზე მაქვს  საუბარი. Მას (კერძო სექტორს) რა რეალობაც არის იმ რეალობასთან უწევს შეგუება“, - ამბობს ლაშა ბერეკაშვილი.

Მანამდე ქუთაისელებს მოუწევთ შეეგუონ ახალ სლოგანს და ლოგოს.

და ტურისტებსაც მოუწევთ იმაში გარკვევა და დარწმუნება, რომ ქუთაისი ქალაქია.


 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბო შეპირებების „ჰაბია“.
16:21 / 09.10.2024
წყალტუბო შეპირებების „ჰაბია“.

არის საქართველო და არსებობს პარალელური საქართველო, სადაც
საქართველოს მოსახლეობის მეოთხედი ცხოვრობს. პარალელური საქართველო
მთელ მსოფლიოშია გაბნეული, თუმცა მთავარ საქართველოსთან კავშირს არ
წყვეტს.
16:10 / 03.08.2024

არის საქართველო და არსებობს პარალელური საქართველო, სადაც საქართველოს მოსახლეობის მეოთხედი ცხოვრობს. პარალელური საქართველო მთელ მსოფლიოშია გაბნეული, თუმცა მთავარ საქართველოსთან კავშირს არ წყვეტს. "ავთენტური საქართველო" მისი მიზიდულობის ცენტრად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ათწლეულების განმავლობაში არ/ვერ დაადგას მის მიწაზე ფეხი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.