ახალი ამბები
"მთავრობა სოფლის განვითარებაზე აღარ ფიქრობს'' - ფერმერები აგრობარათის გაუქმებაზე
FaceBook
სამტრედიის სოფელ ბაშში მცხოვრები ლიანა ხასაიას მიწის დასამუშავებლად განსაზღვრულ აგრობარათზე თანხა წელს აღარ დაერიცხა.
ლიანას 1 ჰექტარი მიწის ნაკვეთი აქვს, სადაც ლობიო, სიმინდი, კიტრი, პომიდორი, ასევე, საზამთრო და ნესვი მოჰყავს.

ამბობს, რომ კორონაპამდემიის გამო, ისედაც დამძიმებული და შემცირებული შემოსავლების ფონზე მნიშვნელოვანი იყო ის 200 ლარიანი ბარათი, რომელიც ერიცხებოდა. ამ თანხით, ის შხამქიმიკატებს, ნერგს და სათესლე მასალას ყიდულობდა.

"ამ თანხით ბიუჯეტს ვზოგავდი, მთავრობა აღარ ფიქრობს სოფლის განვითარებაზე, რა პროგრამებიცაა ყველას ნელ-ნელა აქრობს, სოფელი თუ არ განვითარდა პროდუქციაც არ იქნება'', - ამბობს ის.

წელს გაუქმებული აგრობარათები, ოჯახის ბიუჯეტზე მძიმედ აისახა ბადრი ჩხეიძის ოჯახზეც.

იგი ხარაგაულში ცხოვრობს და ახლა 2 ჰექტარი მიწის დამუშავება საკუთარი ხარჯებით უწევს.

მიწის ნაკვეთის მოცულობიდან გამომდინარე აგრობარათზე მას 400 ლარი ერიცხეობდა.

"ნერგები და სათესლე მასალა ჩემი მაქვს, ამიტომ ტექნიკის ყიდვას ვარჩევდი ყოველთვის, უფრო ბიუჯეტური გადაწყვეტილება იყო, ძალიან ცუდი ცვლილება განახორციელა მთავრობამ აგრობარათების გაუქმებაზე, ფერმერებს გვეხმარებოდა ეს თანხა, ჩვენც ხომ ვდებთ ბიუჯეტში ჩვენ წილ თანხას, მთავრობამ თუ ხელი არ შეგვიწყო ვერაფერს ვიზამთ'', - ამბობს ის.

ბადრის სიმინდი, ლობიო, სხვადასხვა სახის ბოსტნეული, მწვანილი და ყურძენიც მოჰყავს. ამბობს, რომ მოსავლის ნაწილს ყიდის. 



აგრო ბარათებს მოქალაქეები, კოვიდპანდემიის დროს ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში შექმნილი სახელმწიფო პროგრამა „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა სტიმულირებას“ ფარგლებში იღებდნენ. ის  2020 წელს ამოქმედდა.

პროგრამა სასოფლო-სამეურნეო საქონლისა და ხვნის მომსახურების ღირებულების სუბსიდირებას ითვალისწინებდა. პროგრამით გათვალისწინებული სუბსიდიის მისაღებად კი საჭირო იყო, ფიზიკურ და იურიდიული პირებს საკუთრებაში ჰქონოდათ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

სუბსიდიის მოცულობა 1 ჰექტარ მიწაზე განისაზღვრა 200 ლარით (აგრობარათზე დარიცხული 200 ქულით).

პროგრამის მიხედვით, 0.25 ჰა-დან 1.25 ჰა-მდე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს შესაძლებლობა ჰქონდა ბარათზე დარიცხული ქულები შემდეგი სასოფლო-სამეურნეო საქონლის შესაძენად გამოეყენებინათ:

სასუქები და მცენარეთა დაცვის ქიმიური/ბიოლოგიური საშუალებები;

მცენარეთა მოვლის ქიმიური/ბიოლოგიური საშუალებები;

სათესლე და სარგავი მასალები;

პროგრამაში 246 ათასი ფერმერი იყო ჩართული, დარიცხული სუბსიდიის რაოდენობა კი 32 მილიონ ლარზე მეტი იყო.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე აგრობარათის საკითხი არ განიხილება.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
25 ნოემბერს, როცა
17:21 / 22.11.2024
25 ნოემბერს, როცა "ქართული ოცნება" ახალი პარლამენტის ლეგიტიმაციის ცნობას გეგმავს, საპროტესტო აქცია გაიმართება საკანონმდებლო ორგანოს უკან.
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე
სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
15:01 / 22.11.2024
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.