სოფლის მეურნეობა
ისრაელი წყალტუბოში საჩვენებელი სათბურების გაშენებით ინტერესდება
FaceBook
"ამიერიდან იმერეთი იქნება ჩვენთვის ერთი მნიშვნელოვანი მისამართი".
საქართველოში ისრაელის ელჩმა, იუვალ ფუქსმა და ებრაულმა ექსკლუზიურმა დილერმა "ნეტაფიმმა", იმერეთის მხარის მთავრობის წარმომადგენლებს წყალტუბოში საჩვენებელი სათბური აჩვენეს. სათბური წყალტუბოელი ფერმერის ზურაბ ჯანელიძის კუთვნილ შპს. "ჰერბეას" ტერიოტრიაზეა გაშენებული და საქართველოში ერთადერთია, რომელიც ევროკავშირის სტადნარტების შესაბამისობაში მოდის.
500 კვ. მეტრის ფართობის სათბური ისრაელში წარმოებული პოლიეთილენის პროდუქციით არის აშენებული (უძლებს 120 კმ სთ. ქარის სიჩქარეს). სათბური გაცილებით მსუბუქი კონსტრუქციით, სავენტილაციო ბადეებით და სპეციფიკური სარწყავი სისტემით არის აღჭურვილი.
სათბური კომპანია "HERBEA"-ს თანამშრომლობით, ევროპის ბაზარზე ქართული მწვანილის ექსპლოატაციის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში აშენდა, ისრაელის საელჩოს კომპანიების "BAR LEV NETGROUP"–ისა და "NETAFIM"–ის დფინანსებით.
როგორც "NETAFIM"–ის დირექტორი, აჰარონ გაგულაშვილი აცხადებს, ებრაული ინვესტიციები საქართველოში უზრუნელყოფს მაქსიმალურ მოსავალს მინიმალური დანახარჯით.
"ამიერიდან იმერეთი იქნება ჩვენთვის ერთი მნიშვნელოვანი მისამართი. წყალტუბოში ამ საჩვენებელ სათბურში ზამთარში 3 ტონა მწვანილის (ცერეცო) მოსავალი მოვა. გაზაფხულზე დაგეგმილია ყველაზე მცირე 4,5 ტონა მოსავალი, რაც საერთო ჯამში, წელიწადში 25 000 ევროა. თუ ზურაბ ჯანელიძე მოინდომებს ეს ტერიტორია გადააქციოს ერთ დიდ მეურნეობად, რომელიც მოგვცემს კვირაში ერთი მანქანის რაოდენობას, ევროპის ბაზარზე ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ მას", – ამბობს "ნეტაფიმის" დირეტორი, აჰარონ გაგულაშვილი.
წყალტუბოელი ფერმერი, ზურაბ ჯანელიძე ბოსტნეულის მოყვანით წლების განმავლობაში არის დაკავებული. შპს. "ჰერბეა" ებრაული ინვესტიციით სათბურთან ერთად, პროდუქციის შემნახავი პუნქტით და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღიჭურვა, სადაც მწვანილის გადამუშავება, დაფასოება და დასაწყობება მოხდება. ამ ეტაპზე სათბურებში 100–მდე ადგილობრივია დასაქმებული.
"მსოფლიოში არის ერთი სტანდართი - გლობალგეპი და ამ სტანდარტით თუ არ მოიყვან პროდუქციას, ევროპაში არავინ შეგვატანინებს. ეს სტანდარტი მსოფლიოში ებრაელებმა დანერგეს. სტანდარტი ეკოლოგიურად სუფთა, ყოველგვარი შამქიმიკატების და ხელოვნური ნიტრატიების შეტანას კრძალავს. აკრძალულია სათბურის ტერიტორიაზე სიგარეტის მოწვასაც კი. გლობალგეპის სტანდარტი თუ არ დაინერგა არ გვიშველის ასოცირების ხელშეკრულება. ჩვენ უნდა შევქმნათ ეს სტანდარტი, ჩვენთან ის მოქმედებს, ამიტომაც განხორციელდა ეს პროექტი," – აცხადებს წყალტუბოელი ფერმერი, ზურაბ ჯანელიძე.
მისივე თქმით, "ჰერბეაში" მოყვანილი მწვანილი ბიოლოგიური სასუქით იზრდება და ერთი მცენარე 12–14–ჯერ იკრიფება ( 1 კვ. მეტრზე 4 კგ. მწვანილი მოდის). ბიოლოგიური სასუქი მხოლოდ ბალტიის ზღვაში მოიპოვება და მის საქართველოში ჩამოტანას "NETAFIM"-ი უზრუნველყოფს. ფირხა, ასევე, უზრუნველყოფს ჰოლანდიასა და სხვა ევროპულ ქვეყნებში პროდუქციის გატანას.
ებრაული მხარის ინვესტიციის გარდა, საქართველოს აგროწარმოებაში, სახელმწიფო აქტიურად ერთვება. სოფლის მეურნეობის სამინისტრო სხვადასხვა დარგებში კოოპერატივების შექნმასა და თანადაფინანსების ფორმას სთავაზობს გლეხს. ამ სისტემაში ჩართულია თიბისი ბანკიც.
"ჩვენ ვთავაზობთ მომხმარებელს 0%–იან სესხს 18 თვის განმავლობაში. შემდეგ არის საშეღავათო პერიოდი - 3 წელი. 3 წლის შემდეგ შეუძლია 84 თვემდე გადავადდეს ეს სესხი. ეს არის უნიკალური შეთავაზება იმისათვის, რომ საქართველო გავიდეს სტაბილურად ევროპის ბაზარზე. ჩვენ გავცემთ სესხს 30 000-დან 100 000 დოლარამდე," - აცხადებს თიბისი ბანკის რეგიონული მენეჯერი, გიორგი ჯიბლაძე.
იმერეთის მხარის, ადგილობრივი ხელისუფლების ხელშეწყობითა და ისრაელის საელჩოს მიერ დაფინანსებული სადემონსტრაციო სათბური, კომპანია "ნეტაფიმთან" თანამშრომლობის შედეგია. პროექტის მიზანი თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობა, გამოცდილების გაზიარება და ისრაელიდან ექსპერტიზის გზით რეგიონში აგრობიზნესის განვითარებაა.
სოფიკო ყანჩაველი 

ავტორის მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა, არ გამოხატავდეს საინფორმაციო სააგენტო "ქუთაისიპოსტის" პოზიციას. შესაბამისად, სააგენტო არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
სამტრედიის სოფელ ბაშში მცხოვრები ლიანა ხასაიას მიწის დასამუშავებლად
განსაზღვრულ აგრობარათზე თანხა წელს აღარ დაერიცხა.
14:40 / 22.02.2022
სამტრედიის სოფელ ბაშში მცხოვრები ლიანა ხასაიას მიწის დასამუშავებლად განსაზღვრულ აგრობარათზე თანხა წელს აღარ დაერიცხა.
ფერმერებს, რომლებიც აგრობარათით სარგებლობდნენ,
წელს დამატებითი ქულები აღარ დაერიცხებათ.
11:30 / 19.02.2022
ფერმერებს, რომლებიც აგრობარათით სარგებლობდნენ, წელს დამატებითი ქულები აღარ დაერიცხებათ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.