1 ნოემბერს ორი ნახევარფინალური მატჩი გაიმართება. "დავიდ ყიფიანის"
სახელობის თასის ფინალის საგზურისთვის სამი იმერული კლუბი იბრძოლებს.
მარტვილის "მურთაზ ხურცილავას" სახელობის სტადიონზე ხონის "იმერეთი"
საჩხერის "ჩიხურას" დაუპირისპირდება. მატჩი 14:00 საათზე დაიწყება. ამ
სტადიონზე საჩხერლებმა შარშანაც ითამაშეს თასის ნახევარფინალში, მაშინ
"ჩიხურა" მარტვილის "მერანთან" ანგარიშით 3:0 დამარცხდა.
მეორე მატჩი ქუთაისის "რამაზ შენგელიას" სახელობის სტადიონზე
გაიმართება. ქუთაისის "ტორპედო" თბილისის "დინამოს" უმასპინძლებს.
მატჩი 19:00 საათზე დაიწყება. ეს გუნდები ერთმანეთს ნახევარფინალში
შარშანაც შეხვდნენ, მატჩი "დინამო არენაზე" გაიმართა და "ტორპედოს"
გამარჯვებით 3:2 დასრულდა.
ბაქარ ლიკლიკაძე
მასალის გამოყენების პირობები