ახალი ამბები
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ „საიას“ სარჩელი არ დააკმაყოფილა
FaceBook
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დაფიქსირებულ დარღვევებზე, "საიას" სარჩელი არ დააკმაყოფილა.
სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც "საიას" სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა.

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" ქუთაისის სამ საარჩევნო უბანზე დაფიქსირებულ დარღვევებს ასაჩივრებდა. არასამთავრობო ორგანიზაცია N 87-ე უბანზე შემაჯამებელი ოქმის გაუქმებას და ბათილი ბიულეტენების ხელახლა გადათვლას ითხოვდა. მათი თქმით, შემაჯამებლ ოქმზე გარკვევით არ იკითხებოდა ბათილი ბიულეტენების მითითებული რაოდენობა.

თავდაპირველად ოქმზე 11 ბათილი ბიულეტენი იყო მითითებული,რომელი, სავარაუდოდ, 17-ად გადაკეთდა, მოგვიანებით კი გაკეთდა შესწორების ოქმი, სადაც მიეთითა, რომ ბათილი ბიულეტენების რაოდენობა არა 17, არამედ 11 იყო.

"ეს არის მარტივი. გაიხსნას ბათილი ბიულეტენები და გავიგოთ სინამდვილეში 11 ბიულეტენია ბათილი, თუ 17",-განაცხადა "საიას" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გიორგი სანტურიანმა პროცესზე.

სასამართლომ "საიას" ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

სასამართლომ, ასევე, არ გაითვალისწინა "საიას" არგუმენტები N 80-ე და N 110-ე უბნებზე დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით.

სარჩელის მიხედვით, N 80-ე უბანზე რეგისტრატორმა ამომრჩეველზე პროპორციული სიის ორი ბიულეტენი გასცა, თუმცა, საბოლოო ბალანსის დადგენის დროს შემაჯამებელ ოქმში შესწორება არჩევმების მეორე დღეს შეიტნა.

"საია" მიიჩნევს, რომ ასეთი ფაქტები ცუდი პრაქტიკის დამკვიდრებას უწყობს ხელს.

"ის, რომ შესწორების ოქმები გაკეთდა უბნებზე, არ ნიშნავს, იმას, რომ კომისიის წევრებს არ უნდა მიეცთ არც შნიშვნა და არც გაფრთხილება",-განაცხადა სანტურიანმა.

რაც შეეხება N 110-ე უბანს, "საია" აღნიშნულ უბანზე ორი შესწორებული ოქმის მიუხედავად ბალანსის ვერ მიღებას ასაჩივრებდა.

საბოლოოდ, სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციის არც ერთი სარჩელი არ დააკმაყოფილა.

არჩევნების დღეს დაფიქსირებულ დარღვევებზე დაწერილი სარჩელების დაკმაყოფოლებაზე უარი უთხრა ქუთაისის საქალაქო სასამართლომ "ლეიბორისტულ პარტიასა" და "თავისუფალი საქართველო-თავისუფალი დემოკრატებს".





Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
25 ნოემბერს, როცა
17:21 / 22.11.2024
25 ნოემბერს, როცა "ქართული ოცნება" ახალი პარლამენტის ლეგიტიმაციის ცნობას გეგმავს, საპროტესტო აქცია გაიმართება საკანონმდებლო ორგანოს უკან.
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე
სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
15:01 / 22.11.2024
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.