ჭიათურაში წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტი იწყება.
38 მილიონიან პროექტს აზიის განვითარების ბანკი დააფინანსებს.
სამუშაოებს კი გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია
განახორციელებს.
ქალაქში არსებული, ცენტრალური სატუმბი სადგური წლებია რეაბილიტაციას
საჭიროებდა. მოძველებული და ამორტიზებული წყლის ინფრასტრუქტურის გამო,
ჭიათურას წყალი პერიოდულად, შეზღუდული გრაფიკით მიეწოდება.
პროექტის ფარგლებში მოხდება სატუმბი სადგურებისა და რეზერვუარების
მშენებლობა, მოეწყობა ჭაბურღილები და მაგისტრალური ქსელები.
რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს
ინფორმაციით, ჭიათურაში წყლის სისტემის რეაბილიტაცია 2019 წელს
დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები