არსებობს თუ არა აზიური ფაროსანით ინფექციების გადატანის რისკი - ამის
თაობაზე სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს.
"აზიური ფაროსანა საფრთხეს არ უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას, არ
გადააქვს ინფექციური დაავადებები, თუმცა, აქვს შემაწუხებელი ეფექტი.
აზიური ფაროსანა აზიანებს მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო კულტურებს და
დეკორატიულ მცენარეებს," - ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს
ოფიციალურ სოციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ამავე ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულ საკითხზე განმარტება მაღალი
საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გაკეთდა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების რჩევით, საცხოვრებელ
სახლებში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მექანიკური ღონისძიებები
გამოიყენება.
აზიური ფაროსანა საქართველოში პირველად 2015 წელს დაფიქსირდა.
მავნებელმა 2016 წელს თხილის მოსავლის მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია
და გარკვეულწილად სიმინდიც დააზიანა. გარდა ამ კულტურებისა, ფაროსანა
აზიანებს ხეხილოვან, კენკროვან და ბოსტნეულ კულტურებს. მავნებლის
ძლიერი გავრცელების დროს მოსავლის დანაკარგებმა შესაძლოა 70%-ს
მიაღწიოს.
ამავე
თემაზე:
სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ფაროსანასთან
ბრძოლისთვის წამლის რეცეპტს სთავაზობს
"ავჩეხავთ და ისეთ რამეს მოვიყვანთ, რითაც ოჯახს
ვარჩენთ"- დაწუნებული ქართული თხილი
მასალის გამოყენების პირობები